ზაალ ანჯაფარიძე: ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ვრცელი მასალა ორგანიზაცია NED-ზე, რომელიც დახასიათებულია, როგორც აშშ ხელისუფლების „თეთრი ხელთათმანები,“ რომელიც დაკავებულია სხვა ქვეყნებში ხელისუფლებების დამხობით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
117 17 აგვისტო 2024, 14:15
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ეხმიანება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიშს, რომელშიც აღნიშნულია, რომ დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED) მოქმედებს, როგორც აშშ-ის ხელისუფლების „თეთრი ხელთათმანები”, რომელიც დიდი ხანია დაკავებულია სხვა ქვეყნებში ხელისუფლების დამხობით.

„ამერიკული დონორი ორგანიზაცია National Endowment for Democracy რამდენიმე ხნის წინ ჩვენი ხელისუფლების განხილვის და კრიტიკის ობიექტი იყო, საქართველოში გაცემული გრანტების გაუმჭვირვალობის გამო.

ახლახან ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ვრცელი მასალა ამ ორგანიზაციაზე, რომელიც დახასიათებულია, როგორც აშშ ხელისუფლების „თეთრი ხელთათმანები,“ რომელიც დაკავებულია სხვა ქვეყნებში ხელისუფლებების დამხობით, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით და ა.შ. მასალა საკმაოდ ვრცელია და აქ შეგიძლიათ გაეცნოთ, ვფიქრობ ღირს გაცნობა. საკუთარი თავის აღწერაში NED-ს უწერია, რომ ის "ეხმარება დემოკრატიებს დახურულ საზოგადოებებში," ანუ თავად განსაზღვრავს თუ რომელი საზოგადოებაა დახურული, რომ იქ სიტუაცია გამოასწოროს..... პირველივე კომენტარში იხილეთ NED-ს მიერ ბოლო წლებში საქართველოში გაცემული გრანტები და თავად შეგიძლიათ იმსჯელოთ თუ ვინ და რისთვის ღებულობს გრანტს და რამდენად ამომწურავია ინფორმაცია.

საინტერესოა, ისიც, რომ NED საქართველოს რატომღაც არა ევროპას, არამედ ევრაზიის რეგიონს მიაკუთვნებს”, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: გიორგი ბაჩიაშვილის უვნებლად დაკავება ქართული სპეცსამსახურების ეფექტური მუშაობის კიდევ ერთი მაგალითია
საქართველოს მთავრობას მკაფიო გზავნილი უნდა ჰქონდეს - როდის გააუქმებს ამერიკა სანქციებს და რა ფასს, როგორი სახით გადაიხდის შტატები საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვაში?!
ბიძინა ივანიშვილმა მისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური სიზუსტით სწორი პასუხი გასცა აშშ-ს საელჩოს - მასზე სანქციებით შანტაჟის ფონზე, არამართებულია სახელმწიფო საქმეებზე საუბარი და სწორი ადრესატია პრემიერ-მინისტრი
დავით ჩიხელიძე ვახტანგ ხმალაძის განცხადებაზე: აშშ-ს პრეზიდენტის ღირსეულმა მოლოცვამ მთლიანად ჩამოანგრია ისედაც დაშლილი ოპოზიციური აგენტურა
ტრამპის წერილი ნათლად აჩვენებს თუ რა საცოდავია ოპოზიცია
არქივი