ლევან ნიკოლეიშვილი: როგორც ეშმაკს ჯვრის, ისე ეშინიათ "ნაცებს" ომის გამოძიების, რაც სხვათა შორის, ისევეა "რუსული საქმე", როგორც გამჭვირვალობის ქართული კანონი - ხელისუფლება ვალდებულია ყველა გარდაცვლილი ადამიანის ხსოვნის წინაშე, ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი ღალატი გამოიძიოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
150 16 აგვისტო 2024, 13:51
სააკაშვილმა გამოსცა ბრძანებულება, სადაც წერს რომ რუსულმა ჯარმა როკის გვირაბი 8 აგვისტოს გამოიარა და შემოვიდა საქართველოში, ამ ყველაფერს თავად აღიარებენ და დღევანდელ ხელისუფლებას ეუბნებიან, რომ საქართველოს ომის დაწყებას აბრალებთ და ომის გამოძიება რუსული საქმის კეთებააო,  -  ასე ეხმიანება "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი, ლევან ნიკოლეიშილი, 2008 წლის ომის გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის რეაქციას.

მისი განცხადებით, ოპოზიციის ლოგიკა ისეთი მახინჯია, რომ თავად მოაწერეს ხელი ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც ეწერა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, თავად დაეთანხმნენ ტალიავინის დასკვნასაც, თავად ამბობენ ყველა ინტერვიუში, რომ ცხინვალში შევიდნენ და რეგიონის გათავისუფლება დაიწყეს, ამ ფონზე კი, დღევანდელ ხელისუფლებას ეუბნებიან, რომ ომის გამოძიება რუსული საქმის კეთებაა.

"რადიკალური ოპოზიციის ლოგიკა ასეთი მახინჯია - თავად მოაწერეს ხელი რეზოლუციას, სადაც ეწერა, რომ ომი საქართველომ დაიწყო. თავად დაეთანხმნენ ჰაიდი ტალიავინის დასკვნას, სადაც წერია რომ სააკაშვილის რეჟიმის მიერ, ცხინვალის დაბომბვამ გამოიწვია ფართომასშტაბიანი ომი და რუსეთს მისცა სამართლებრივი არგუმენტი, საქართველოში შემოჭრილიყო, თავად ამბობენ ყველა ინტერვიუში, რომ შევიდნენ ცხინვალში და დაიწყეს რეგიონის გათავისუფლება სეპარატისტებისგან, სააკაშვილმა გამოსცა ბრძანებულება, სადაც წერს რომ რუსულმა ჯარმა როკის გვირაბი 8 აგვისტოს გამოიარა და შემოვიდა საქართველოში, ამ ყველაფერს თავად აღიარებენ და დღევანდელ ხელისუფლებას ეუბნებიან, რომ საქართველოს ომის დაწყებას აბრალებთ და ომის გამოძიება რუსული საქმის კეთებააო. ცხადია, როგორც ეშმაკს ჯვრის, ისე ეშინიათ ნაცებს ომის გამოძიების, რაც სხვათა შორის, ისევეა "რუსული საქმე", როგორც გამჭვირვალობის ქართული კანონი. ხელისუფლება ვალდებულია ყველა გარდაცვლილი ადამიანის ხსოვნისა და სულის წინაშე, რომ გამოიძიოს 2008 წელს, ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი ღალატი და უმკაცრესად დასაჯოს ყველა დამნაშავე, წერტილი." - წერს ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნონა გაფრინდაშვილმა გაგვახსენა საშინელი სიმართლე 2003-2012წლების ნაცისტურ რეჟიმზე, მასობრივ წამებაზე, მკვლელობებზე, ქართულ ჰოლოკოსტზე
დავით ქართველიშვილი ტრამპისა და პუტინის საუბარზე: „აღარც ფიცი მწამს და აღარც ბოლო მაკვირვებს“ ესაა ჩემი კომენტარი ტრამპის კომენტარზე.
დავით ჩიხელიძე: „თიბისისა“ და „საქართველოს ბანკის“ აქციების ნაწილი გაიყიდა, ეს საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ქსელის მიერ დაგეგმილი სვლაა. ბანკების აქციების მყიდველი „ბლექ როქია“, რომელიც გლობალური ძალების მთავარი ფინანსური მხარდამჭერია
ზურაბ ქადაგიძე: არც „თიბისი" და არც „საქართველოს ბანკი", მხოლოდ „ბლექ-როკის" ნების აღმსრულებლები იქნებიან. როდესაც მართლმსაჯულების ოკუპაციით, მცდელობით, დასანქცირებით, ხელისუფლებას ვერ ცვლი, რჩება ბოლო გზა - ეკონომიკური ექსპანსია!
გია აბაშიძე: 2011 წლის 26 მაისის და სხვა სისხლიანი ნაცდარბევები ვერასდროს განმეორდება, ქართველთა დატერორებაში პასუხისმგებელთა მხრიდან პროპაგანდა, რომ „დემოკრატიას იცავდნენ" და ახლა „ავტოკრატიაა", ნაცფაშიზმის ჰიბრიდული გაგრძელებაა
არქივი