დავით ქართველიშვილი: რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გორნინის ვაჟი ლონდონში ფინანსებს განაგებს - ეჭვი მეპარება „ჰელსინკის კომისიამ" ამჯერად რეალურ „შავ ხვრელებზე" ატეხოს განგაში, რადგან მათი სპეციალიზაცია მხოლოდ „ფეიკებია“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
247 15 აგვისტო 2024, 14:29
ფულს განა მარტო აქ არ აქვს სუნი - საიდანაც მორალი, ზნეობა, ქრისტე განდევნილია, მას სუნი არსად არა აქვს.“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს. 

დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გორნინის ვაჟი ლონდონში ფინანსებს განაგებს, თუმცა საეჭვოა, რომ „ჰელსინკის კომისიამ"  ამჯერად რეალურ „შავ ხვრელებზე" ატეხოს განგაში, რადგან მათი სპეციალიზაცია მხოლოდ „ფეიკებია“. 

„რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ხმაურიანი კორუფციული (და არა მხოლოდ) სკანდალების გამო ახლად დანიშნული მინისტრ ბელოუსოვის ერთ-ერთი ახალი მოადგილე - ლეონიდ გორნინია. თავდაცვის სამინისტროში ის ფინანსებს განაგებს.

ლეონიდ გორნინის 31 წლის ვაჟი ედუარდი, ასევე, განაგებს ფინანსებს, ოღონდ - ლონდონში. ბრიტანეთის უპრესტიჟულეს უნივერსიტეტში, „ვესტმინსტერში" სწავლასთან ერთად, ედუარდმა სასწაულებრივად მოახერხა პარალელურად რუსი მილიარდერ პოტანინის „ნორნიკელში" ტოპ-თანამდებობაზე საქმიანობა.

ვინაიდან „ნორნიკელი" მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან, გამოდის, რომ მანდ „ხელების ჩაყოფას" უკვე მამაშვილური ტანდემი ახერხებს. მაგრამ, ესეც მაგრად „გვკიდია" (ალბათ), რომ არა უდავოდ ნიჭიერი ედუარდის კიდევ ერთი პარალელური და ერთდროული დასაქმება, ლონდონში ის კომპანია LONDON CONSULT-ს ხელმძღვანელობს. 

კი ბატონო, ვიყოთ კორექტულები დეტალებთან - თავდაცვის სამინისტროში მამის დანიშვნის შემდეგ, ედუარდმა გაზაფხულის მიწურულს კომპანია LONDON CONSULT-ის ხელმძღვანელობა, ოფიციალურად, დოკუმენტურად, ბრიტანეთის კომერციულ რეესტრში შეტანილი შესაბამისი ცვლილების საფუძველზე, თავის კლასელს, იგორ მატროსოვს გადააბარა.

გადააბარა და ბრიტანეთში მამა-შვილ გორნინების, პოტანინის „ნორნიკელის", რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და კომპანია LONDON CONSULT-ის ფულის სუნიც გაქრა. ლონდონის ნისლში აორთქლდა. არ ვიცი, მოქმედებს თუ არა ლონდონში „ჰელსინკის კომისიის" თუ „ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტის" (OCCRP) ფილიალები, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, მათ ამჯერად რეალურ „შავ ხვრელებზე" ატეხონ განგაში - მათი სპეციალიზაცია ხომ მხოლოდ „ფეიკებია...“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ღირსეულად გაეგრძელებინოს ყველა სამართალდამცველს საკუთარი მოვალეობის შესრულება, ხოლო მოქალაქეებს და პოლიტიკოსებს ესწავლოთ მათი პროფესიის დაფასება!
ჯო უილსონი ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლება აშშ-ს შუა დერეფნით სარგებლობის უფლებას არ აძლევს
დავით ჩიხელიძე: თუ ოპოზიციის დეკლარირებული ღირებულებები, მოტივაცია და მიზნები გულწრფელია, ახლა სწორედ ამერიკის საელჩოსთან უნდა იმართებოდეს საპროტესტო აქცია, მაგრამ მატყუარები, მონები და აგენტები ხართ
შალვა პაპუაშვილი: სტატისტიკა საელჩოების განცხადებების რეალობასთან აცდენას ამხელს - პოლონეთი და საფრანგეთი, ისევე როგორც ჯამურად ევროკავშირი, უფრო მეტ ქართველს ეუბნება უარს საზღვრის კვეთაზე, ვიდრე პირიქით
ზაალ ანჯაფარიძე: ბაჩიაშვილი ტყუილ-მართალში აიხლართა, როდესაც თავის დაკავების და საქართველოში ჩამოყვანის დეტალებს მისებურად აფორმებს. თუმცა, მისდა უნებურად აღიარებს ქართული სპეცსამსახურების მაღალ პროფესიონალიზმს
არქივი