ნანა კაკაბაძე ჰელსინკის კომისიის განცხადებაზე: საკუთარი ქვეყნის პატივისმცემელ ყველა ღირსეულ მოქალაქეს, როგორც მინიმუმ, ბრალმდებლის მხრიდან ბრალდების დამადასტურებელი არგუმენტების და მტკიცებულებების წარმოდგენის მოთხოვნილება აუცილებლად გაუჩნდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
54 14 აგვისტო 2024, 12:33

მოკლედ, ვისაც ნორმალურად მიაჩნია კონკრეტული პირის, ჯგუფის თუ სახელმწიფოს მიმართ ასეთი უპატივცემულო, აგდებული დამოკიდებულება ნორმად, ის სიხარულით შეხვდება, აიტაცებს და პოლიტიკურად გამოიყენებს „ქართული ოცნების“ მიმართ სრულიად უარგუმენტო და უსაფუძვლო მორიგ ბრალდებას, ხოლო თავისი თავის და საკუთარი ქვეყნის პატივისმცემელ ყველა ღირსეულ მოქალაქეს, როგორც მინიმუმ, ბრალმდებლის მხრიდან ბრალდების დამადასტურებელი არგუმენტების და მტკიცებულებების წარმოდგენის მოთხოვნილება აუცილებლად გაუჩნდება, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი, ნანა კაკაბაძე ჰელსინკის კომისიის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ "ქართული ოცნება" ეყრდნობა შავ ფულს თაღლითური ქოლცენტრებიდან.

კაკაბაძის თქმით, ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე, ზემოთ ხსენებული ბრალდება მხოლოდ ბინძური ცილისწამების და პროვოკაციის კვალიფიკაციას იმსახურებს.

„მგლისა და კრავის“ ამბავი გრძელდება ერთ-ერთ წერილში მივუთითებდით, რომ ამერიკისა და ევროკავშირის პრეტენზიები საქართველოს ხელისუფლების მიმართ ძალიან ჰგავს აკაკი წერეთლის მიერ თარგმნილი, ივანე კრილოვის იგავის შინაარსს. ამის არაერთი მაგალითი გვაქვს ბოლო ხანებში და აი, დღეს კიდევ ერთი მორიგი შარის მოდების მომსწრე გახდა ქართული საზოგადოება. გუშინ ამერიკის ჰელსინკის კომისიამ უაპელაციოდ გამოაცხადა, რომ თურმე „ქართული ოცნება“ თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის მთელ მსოფლიოში არსებული თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა. ამ უარგუმენტო და უსაფუძვლო განცხადების მიზანი ძალიან მარტივად იშიფრება: ჯერ ერთი, არჩევნების წინ მორიგი ბრალდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ ეფექტურად უნდა გამოიყენოს ქართულმა ოპოზიციამ, და მეორეც, უნდა მოხდეს ამ თემაზე BBC-ის მიერ გადაღებული ფილმით გაშავებული დავით კეზერაშვილის გათეთრება.

ცივილიზებულ, დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებულია, რომ როდესაც ასეთ მძიმე ბრალდებას უყენებენ კონკრეტულ პირს, ჯგუფს თუ სახელმწიფოს, ბრალმდებელმა უნდა მიუთითოს კონკრეტულ მტკიცებულებებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ბრალდება ემსგავსება ბოლშევიკების მიერ „ხალხის მტრების“ და ფაშისტების მიერ „ერის მოღალატეების“ იარლიყების მიკერების ისტორიას. როდესაც ბრალმდებლები თავსაც კი არ იწუხებენ იმით, რომ რაიმე მტკიცებულება წარმოადგინონ თავიანთი ბრალდების დასამტკიცებლად, სწორედ მაშინ გვახსენდება „მგელი და კრავის“ იგავი, როდესაც კრავზე ამაყად და ამპარტავნულად ზემოდან მომზირალ მგელს სულ არ აინტერესებს, რომ კრავის შესაჭმელად გაცხადებული მისი არგუმენტები სრულიად უსაფუძვლო და სულელურია, მთავარია, მას კრავის შეჭმის სურვილი აქვს და ეს სურვილი სავსებით საკმარისია განზრახვის სისრულეში მოსაყვანად.

ჩვენი ამერიკელი და ევროპელი „დაუძინებელი მეგობრებიც“ თავიანთ უსაფუძვლო ბრალდებებში ზუსტად ასე, ამპარტავნულად და შეურაცხმყოფლად არც კი კადრულობენ არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე საუბარს, რითაც დიდკაცურად გვეუბნებიან, ჩვენი ყველა ბრალდება კი არ უნდა შეაფასოთ, არამედ უკრიტიკოდ უნდა მიიღოთ და არც კი მოითხოვოთ რაიმე არგუმენტები და მტკიცებულებები, რადგან ამას ჩვენ (ყველაფერჩიკები) ყველაფრის "მცოდნე" და ყველაფერში "მართალი" ხალხი ვამბობთო. აი, ასეთი უსამართლო, უარგუმენტოდ ცილისმწამებელი ხალხი აცხადებს დემოკრატიის და უფლებების დაცვის მამობაზე პრეტენზიას. ასე იყო მაშინაც, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რამდენიმე ქართველი მოსამართლე დაასანქცირა კორუფციის ბრალდებით. როცა საქართველოს ხელისუფლებამ მტკიცებულებები მოითხოვა, საოცარი პასუხი მიიღო: მთავარია, რომ ჩვენ გვჯერა მათი კორუმპირებულობის და თუ თქვენ არ გჯერათ, თვითონ გამოიძიეთო. აი ასეთია დღეს მათი სამართალიც და მათი თვალით დანახული დემოკრატიაც. ასე იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციებზე საუბრისასაც, როდესაც გვეუბნებოდნენ „ოლიგარქია“ და უნდა დავასანქციროთო. ასევე იყო სხვა ქართველი პოლიტიკოსების მიმართაც, როცა განგვიცხადეს, ჩვენთვის მიუღებელი „რუსული კანონის“ მიღებაში მონაწილეობის გამო ვასანქცირებთ, არ გვინდა და არ გეუბნებით რა არის ამ კანონში რუსული და ანტიდემოკრატიულიო (არგუმენტები არა, მაგრამ ფიქრობენ რომ ძალა აქვთ).

მოკლედ, ვისაც ნორმალურად მიაჩნია კონკრეტული პირის, ჯგუფის თუ სახელმწიფოს მიმართ ასეთი უპატივცემულო, აგდებული დამოკიდებულება ნორმად, ის სიხარულით შეხვდება, აიტაცებს და პოლიტიკურად გამოიყენებს „ქართული ოცნების“ მიმართ სრულიად უარგუმენტო და უსაფუძვლო მორიგ ბრალდებას, ხოლო თავისი თავის და საკუთარი ქვეყნის პატივისმცემელ ყველა ღირსეულ მოქალაქეს, როგორც მინიმუმ, ბრალმდებლის მხრიდან ბრალდების დამადასტურებელი არგუმენტების და მტკიცებულებების წარმოდგენის მოთხოვნილება აუცილებლად გაუჩნდება. ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე, ასეთი ბრალდებები მხოლოდ ბინძური ცილისწამების და პროვოკაციის კვალიფიკაციას იმსახურებს და კაპიკია მათი ფასი ისევე, როგორ ამ უარგუმენტო ბრალდებების გამჟღერებელთა ფასი...“, - წერს კაკაბაძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი