გიორგი გაბუნია: არ უნდა გამოვრიცხოთ ალბათობა, რომ აგვისტოს ომი, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების ავანტიურისტულ და გაუთვლელ პოლიტიკასთან ერთად, ასევე გამხდარიყო რომელიმე უცხოური გავლენიანი ძალის წახალისების, ან ინსპირაციის საგანი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
47 13 აგვისტო 2024, 15:54

ჩვენ არ უნდა გამოვრიცხოთ ალბათობა იმისა, რომ აგვისტოს ომი, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების ავანტიურისტულ და გაუთვლელ პოლიტიკასთან ერთად, ასევე გამხდარიყო რომელიმე უცხოური გავლენიანი ძალის წახალისების, ან ინსპირაციის საგანი - ამის შესახებ საზოგადოება ,,ქართული"-ს ხელმძღვანელი გიორგი გაბუნია, სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ვრცელ წერილშია აღნიშნული, სიცხადით ჩანს აგვისტოს ომთან დაკავშირებით, მაშინდელი ხელისუფლების ინფანტილიზმი, უგუნურება და იმპულსური, ქაოტური გადაწყვეტილებების მთელი წყება, რაც აუცილებლად უნდა გახდეს ქვეყნის მაშინდელ ხელმძღვანელ პირთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი.

„16 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ საქართველოს ომიდან, რომლის შედეგად საქართველომ საკუთარი ტერიტორიის 22 % დროებით დაკარგა, ხოლო ძირძველი ქართული მიწებიდან გამოდევნილ იქნა 30 ათასზე მეტი ჩვენი თანამემამულე, დაიღუპა და დაიჭრა ასობით ადამიანი.

საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები დღემდე ცდილობენ ურცხვად მოიხსნან პოლიტიკური პასუხისმგებლობა, უფრო მეტიც, აგვისტოს ომის დანაშაული საზოგადოების თვალში საკუთარ გამარჯვებად გაყიდონ.

დღეს, როდესაც რუსეთი უკვე ორ წელზე მეტია აგრესიულ ომს აწარმოებს უკრაინაში და ვხედავთ, თუ გარედან როგორი ზეწოლაა ჩვენს ქვეყანაზე მეორე ფრონტის გასახსნელად, ამ ფონზე, ნათლად ჩანს რუსულ-ქართული ომის მაშინდელი გარე პოლიტიკური სარჩული. ასევე მთელი სიცხადით ჩანს მაშინდელი ხელისუფლების ინფანტილიზმი, უგუნურება და იმპულსური, ქაოტური გადაწყვეტილებების მთელი წყება, რაც აუცილებლად უნდა გახდეს ქვეყნის მაშინდელ ხელმძღვანელ პირთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი.

რუსეთი დაგვესხა თავს, მაგრამ მაშინდელმა რეჟიმმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიის აღდგენითა და ადმინისტრაციის შექმნით, კოდორის ხეობისთვის ზემო აფხაზეთის დარქმევით და პროვოკაციაზე აყოლით მრავალი საბაბი მისცა რუსეთს და სეპარატისტებს ოკუპაციისთვის.

სამწუხაროა, რომ ეს საკითხი აქამდე მხოლოდ პოლიტიკური შეფასებების საგანს წარმოადგენდა და საზოგადოებას არ მიეცა შესაძლებლობა გაეგო სიმართლე მაშინდელი ტრაგიკული მოვლენების შესახებ.

დღევანდელი გადასახედიდან, როცა საქართველოს მეორე ფრონტში ჩართვის რეალური საფრთხეები არსებობს და დიდი ზეწოლა იგრძნობა გარედან, 2008 წლის ტრაგიკული ომის მიზეზების გამოძიება და დამნაშავეების გამოვლენა განსაკუთრებით აქტუალურია. ჩვენ არ უნდა გამოვრიცხოთ ალბათობა იმისა, რომ აგვისტოს ომი, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების ავანტურისტულ და გაუთვლელ პოლიტიკასთან ერთად, ასევე გამხდარიყო რომელიმე უცხოური გავლენიანი ძალის წახალისების, ან ინსპირაციის საგანი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია გამოძიებამ დაადგინოს ყველა ის პირი, ვინც პასუხისმგებელია ტერიტორიების 22 %-ის დაკარგვასა და ადამიანების დაღუპვაზე, ათასობით ადამიანის ხელახალ დევნილობაზე.

რუსული ოკუპაციის მიუხედავად გვწამს, რომ საქართველო საბოლოოდ დაძლევს ყველა სიძნელეს და დადგება დრო როდესაც ღირსეულად წარვდგებით ერთიან ევროპულ ოჯახში“, - წერს საზოგადოება ,,ქართული"-ს ხელმძღვანელი გიორგი გაბუნია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი