დავით ქართველიშვილი: ჰაიდი ტალიავინიმ პირველი და მნიშვნელოვანი მოწმის ჩვენება მისცა მომავალი მოწვევის პარლამენტის მიერ დაანონსებული საგამოძიებო კომისიისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
116 13 აგვისტო 2024, 12:18
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი „რადიო თავისუფლების“ მიერ, შვეიცარიელ დიპლომატთან, ჰაიდი ტალიავინთან 9 აგვისტოს გამოქვეყნებულ ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმიანება, სადაც ჟურნალისტის კითხვები სწორედ ტალიავინის მიერ აგვისტოს ომის შესახებ მომზადებულ ანგარიშს ეხება და ჰაიდი ტალიავინი ამბობს, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მიმართ კითხვები უნდა დაისვას.
როგორც დავით ქართველიშვილი წერს, თავისდა უნებურად, ჰაიდი ტალიავინიმ პირველი და მნიშვნელოვანი მოწმის ჩვენება მისცა მომავალი მოწვევის პარლამენტის მიერ დაანონსებული საგამოძიებო კომისიისთვის.
„გამოვთქვი რა ვარაუდი, რომ შესაძლოა ევროპარლამენტის 2008 წლის ოქტომბრის 1633 რეზოლუციაზე ხელმოწერა ქართულმა დელეგაციამ ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ზემოქმედების ქვეშ განახორციელა და შესაძლოა ქართველ დეპუტატებს ჩვენი გამოსარჩლება და მათზე განხორციელებული უმძიმესი ძალადობით მიყენებული შედეგების რეაბილიტაცია სჭირდებოდეს, გაჩნდა ჰაიდი ტალიავინის ინტერვიუ, მიცემული "რადიო თავისუფლებისათვის".
2008 წლის ომის თემაზე ერთ-ერთი მთავარი მოწმის ამ ინტერვიუს მთავარი სულისკვეთება იყო - არა მგონიაო, - გამოცდილმა და ავტორიტეტულმა შვეიცარიელმა დიპლომატმა, - იმდროინდელ ნაცებზე ვინმეს ემოქმედაო. დღესაც დარწმუნებული ვარო, - ქალბატონმა ჰაიდიმ, რომ აგვისტოს ომი საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ, თავისი გამიზნული და რუსეთის განზრახ მაპროვოცირებელი ქმედებებით გამოიწვიაო. კი ცდილობდა ნაცების ჯიბის "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი, სააკაშვილის რეჟიმის გამამართლებელი რამ წამოსცდენოდა ტალიავინის, მაგრამ - უშედეგოდ. თავისდა უნებურად, ჰაიდი ტალიავინიმ პირველი და მნიშვნელოვანი მოწმის ჩვენება მისცა მომავალი მოწვევის პარლამენტის მიერ დაანონსებული საგამოძიებო კომისიისთვის. ამავდროულად, ნაცების მოღალატე-დეპუტატებს თავის მართლების შანსი არ დაუტოვა. დიახ, ამ რეზოლუციაში მათ ის სრული სიმართლე დააფიქსირეს, რომლის უარყოფა თავშიც კი არ მოსვლიათ - თუნდაც ქვეყნის ინტერესებში ჩადენილი "ვირეშმაკობის" ფარგლებში. მსოფლიოს წინაშე დაფიქსირებულ თავის აღიარებით ჩვენებაში, შეგნებულად და ცივსისხლიანად, მათ საკუთარ რეჟიმს გამოუტანეს განაჩენი. ამით კი, ფაქტობრივად, ცნობილი სახარებისეული სცენა გაათამაშეს, პარაფრაზით ასეც რომ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ: "ამ ომის სისხლი ჩვენზეა და ჩვენი პარტიის შთამომავლებზე". ასე რომ, ვერც ქალბატონმა ტალიავინიმ და ვერც "რადიო თავისუფლებამ" ვერ უშველა - პოლიტიკური განსასჯელის სკამი მათ 27 ოქტომბრიდან ელოდებათ.“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რა უქნა ლიბერალურმა ფაშიზმმა გერმანიას, აქედანაც ჩანს - კრიმინალ ადეიშვილს დაასეირნებენ „ბუნდესტაგში" და სააკაშვილის ჯიბის პროპაგანდისტი კინწურაშვილიც დააჯილდოვეს
გიორგი ზერეკიძე: ჟორჟოლიანს ვუსმენდი, რომც დამიჭირონ რა უჭირს, ჩემს ეგოს დავიკმაყოფილებო - კარგია არა, "ოცნების" აშენებულ საქართველოში დანაშაულს თუ ჩაიდენ, იცი, რომ კანონით მოგეთხოვება და არა ოჯახის განადგურებით ან იმაზე ფიქრით, ციხეში გადარჩები თუ არა?
დავით ქართველიშვილი: სავარაუდოდ, ტრამპმა ზელენსკის ვატიკანში შეხვედრისას რაღაც ისეთი შესთავაზა, რაზეც უკრაინის პრეზიდენტი უარს ვეღარ იტყოდა
ნანა კაკაბაძე: ტრამპის დიპლომატია იმდენად გააქტიურებული და დაჩქარებულია, რომ რომის პაპის დაკრძალვის პერიოდშიც კი გამოინახა დრო უკრაინის პრეზიდენტთან შესახვედრად
მიხეილ ყაველაშვილი: პაპ ფრანცისკეს გარდაცვალება დიდი დანაკარგია სრულიად ქრისტიანული სამყაროსთვის
არქივი