13 აგვისტოს პარიზიდან სამშობლოში ბრუნდება საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
123 12 აგვისტო 2024, 11:11
საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა გუნდმა პარიზის ოლიმპიური თამაშები ისტორიული შედეგით დაასრულა. მოპოვებულია 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი, საერთო გუნდურ ჩათვლაში კი 206 ქვეყანას შორის საქართველომ დაიკავა 24-ე ადგილი. 

დელეგაციის წევრებს შორის იქნებიან სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი და ვერცხლის მედალოსანი გივი მაჭარაშვილი.

საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იქნება 13 აგვისტოს 03:10 საათზე .
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი