გია აბაშიძე: შაჰინის მსგავსმა უცხოელმა პოლიტიკოსებმა ღრმად უნდა ჩაიბეჭდონ, რომ საქართველო აღარაა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ეპოქის „ენჯეო“, რომელიც ცხოვრობს და მოქმედებს გარე დონაციებითა და ინსტრუქციებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
124 11 აგვისტო 2024, 14:10

ვერც სენატორი ჯინ შაჰინი და ვერც ერთი გარე აქტორი ვერ იქნება საქართველოს ე.წ. "მთავარმართებელი" და ჩვენი სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშად ჩამრევი, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სენატორ ჯიმ შაჰინის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ არა დასავლური კურსიდან, არამედ ბრძანებების მიღების რეჟიმიდან
გადაუხვია.

ანალიტიკოსი აღნიშნავს იმასაც, რომ უცხოელმა პოლიტიკოსებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ საქართველო “ნაცმოძრაობის” დროინდელი “ენჯეო” აღარ არის.

„ვერც სენატორი ჯინ შაჰინი და ვერც ერთი გარე აქტორი ვერ იქნება საქართველოს ე.წ. "მთავარმართებელი" და ჩვენი სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშად ჩამრევი. არჩეულ ქართულ ხელისუფლებას არ გადაუხვევია დასავლური ინტეგრაციის გზიდან, მან "გადაუხვია" ნეოკოლონიალისტების ბრძანებების მიღების რეჟიმიდან და ამას აფასებს ქართული საზოგადოება.

თანაც, ამერიკელმა კანონმდებელმა თურმე მოითხოვა "ქართული ოცნების" დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა, რაზეც მიიღო სამართლიანი უარი.

შაჰინის მსგავსმა უცხოელმა პოლიტიკოსებმა ღრმად უნდა ჩაიბეჭდონ, რომ საქართველო აღარაა "ნაცმოძრაობის" რეჟიმის ეპოქის "ენჯეო", რომელიც ცხოვრობს და მოქმედებს გარე დონაციებითა და ინსტრუქციებით!” - წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკა მელია - ძალიან ბევრი მტკიცებულებით გამყარებული პრეტენზია მაქვს სააკაშვილთან, მანაც იცის ეს და თავის დროზე საჯაროდაც ბევრი ითქმება, რა და როგორ მოხდა 2021-2022 წლებში, ოღონდ ეს მოხდება მხოლოდ მისი პოლიტიკური პატიმრობის დასრულების შემდეგ
სამწუხაროა, ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღის ღონისძიება, ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს, ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავი
ზურაბ ქადაგიძე: მთელი ოპოზიცია შეიკრიბა და ევროპის მოედანიც კი ვერ შეავსეს
მარკო რუბიო - ვულოცავ პირველ ამერიკელ პაპს, ლეო XIV-ს, ღმერთმა მისცეს მას სიბრძნე, გამბედაობა და მადლი თავისი წმინდა მსახურების აღსრულებაში
ზაალ მიქელაძე რადიკალებს: გადაავლეთ თვალი მსოფლიო პრესას და აღმოაჩენთ, რომ ,,ევროპის დღე" არცერთ ქვეყანაში არ აღნიშნულა
არქივი