თავისუფალი სტილით მოჭიდავე გოდერძი ძებისაშვილმა პარიზის ოლიმპიადაზე იასპარეზა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
56 10 აგვისტო 2024, 16:29

25 წლის ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე გოდერძი ძებისაშვილმა (65 კგ) სადებიუტო ოლიმპიადაზე იასპარეზა.

მან პირველი შეხვედრა სომეხ ვაზგენ ტევანიანთან გამართა. სპორტსმენმა ევროპის ჩემპიონ მეტოქეს შეხვედრა ანგარიშით 0:11 დაუთმო. წესების თანახმად, ქართველი მოჭიდავე რეპეშაჟში ასპარეზობასა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას მას შემდეგ გააგრძელებდა, თუ ვაზგენ ტევანიანი ფინალში გასვლას შეძლებდა, თუმცა სომეხი სპორტსმენი მეოთხედფინალში მონღოლ მოჭიდავესთან დამარცხდა.

გოდერძი ძებისაშვილმა ოლიმპიადაზე ასპარეზობის ლიცენზია აზერბაიჯანში გამართულ სალიცენზიო ტურნირზე მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი