დავით ჩიხელიძე: ოპოზიცია ისტორიულ პერსონებთან საკუთარი თავის გაიგივებით დაბალი რეიტინგის დაფარვას ცდილობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
121 10 აგვისტო 2024, 15:59

ოპოზიცია ისტორიულ პერსონებთან საკუთარი თავის გაიგივებით დაბალი რეიტინგის დაფარვას ცდილობს, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.


მისი თქმით, ჯერ ვაშაძემ მიისაკუთრა აღმაშენებელი, როცა საქართველოს განვითარება საკუთარ თავზე აიღო და „სტრატეგია აღმაშენებელი“ დაირქვა, შემდეგ ხაზარაძემ დააანონსა „მარშალის გეგმა“, მაგრამ, როგორც ჩანს, მისმა გათვლამ კარგად არ იმუშავა, რადგან დღეს უკვე განვითარების ახალ გზას გვთავაზობს - „ილიას გზა“.


„ამორალურია, როცა პოლიტიკოსი საკუთარ თავს ისტორიულ პერსონასთან აიგივებს, ილიას და ხაზარაძეს არაფერი აქვთ საერთო და ე.წ. „ილიას გზა“ წმინდა წყლის სპეკულაციური წამოწყებაა.


ორგზის თაღლითი და გაკოტრებული პოლიტიკოსი, რომლის რეიტინგი არ იზომება, ილიას გამოყენებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, მისთვის უმჯობესია, მჭექარე სათაურების ნაცვლად, რეალური საარჩევნო პროგრამა დადოს, რომელსაც საზოგადოება შეაფასებს და დასკვნებს გამოიტანს. როგორ შეიძლება, ილიას გზაზე გვესაუბრებოდეს ადამიანი, რომელიც საკუთარ ქვეყანას მილიარდ-ნახევარ დოლარს ედავებოდა“, - წერს დავით ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატო შაქარიშვილი ჰერჩინსკის: ვიცით, რომ თქვენ ხართ დიალოგში და ჰარმონიაში კოხტა კოდუასთან, მეგის ქარდავასთან და იმ კასტილიან კაცთან, რომელიც მაგიდაზე „სკოჩით“ მიბმულ კაცს აუპატიურებდა
მოლაპარაკებების აცენტრის "ლონდონ/პარიზიდან" - თურქეთში გადანაცვლებამ იმდენად გააღიზიანა "ანტიტრამპისტული კოალიცია“, რომ ამოცანად რჩება მოლაპარაკებების ეს რაუნდიც ჩაშალონ
ჯო უილსონი მადლობას უხდის დონალდ ტრამპს სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნისთვის
„MEGOBARI აქტი“, სანქციები, ეს ქართველი პოლიტიკოსების გარეშე არ ხდება. როგორ ფიქრობთ, ამერიკელი პოლიტიკოსები იმდენად ჩართულები არიან ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომ ყოველ დღე ამაზე ფიქრობენ რა თქვან?!
ევროკავშირის მიერ ჯერ 12, ხოლო კანდიდატის სტატუსის შემდეგ კი 9 რეკომენდაცია ემსახურება სუვერენიტეტის დაუშვებელ დონემდე შეზღუდვას
არქივი