60
07 აგვისტო 2024, 16:04
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი, ლაშა გობაძე (87 კგ) მეოთხედფინალში, ბულგარელ სემენ ნოვიკოვთან დამარცხდა, მაგრამ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსს იმ შემთხვევაში შეინარჩუნებს, თუ ნოვიკოვი ფინალში გასვლას მოახერხებს.
ნახევარფინალური დაპირისპირებები 20:00 საათიდან დაიწყება.
დღეს შეჯიბრზე გამომსვლელი რამაზ ზოიძე (67 კგ) პირველივე ორთაბრძოლაში დამარცხდა, ქართველი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსს იმ შემთხვევაში შეინარჩუნებდა, თუ ყირგიზი ფალავანი ტურნირის ფინალში გასვლას მოახერხებდა, მაგრამ ისმაილოვი მეოთხედფინალში უკრაინელ სპორტსმენთან დამარცხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ რამაზ ზოიძე ოლიმპიადას გამოეთიშა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |