დავით ქართველიშვილი: 2008 წლის აგვისტომდე დიდი ხნით ადრე ჰქონდა რუსეთს საქართველოს შესაძლო სამხედრო აგრესიაზე კონტრშეტევის გეგმა, დღეს კი, დარწმუნებული ვარ, ეს გეგმა სააკაშვილის პოლიტიკურ გუნდთან ერთად შემუშავდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
47 07 აგვისტო 2024, 12:42

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

ძალაშია ასევე კითხვები - როგორ დაიწყო, რატომ დაიწყო და შეიძლებოდა თუ არა ამ ყველაფრის თავიდან აცილება, - წერს ქართველიშვილი და აღნიშნავს, რომ 2006 წლიდან ძალოვან უწყებებსა და თავდაცვის სამინისტროში მომუშავე მაღალჩინოსანი მეგობრებისგან ისმოდა მსჯელობა და ვარაუდო ომთან დაკავშირებით, 2007 წლიდან კი ამ საკითხზე უკვე ექსპერტებიც საუბრობდნენ.

ქართველიშვილის თქმით, ღია საუბრები ომის თემასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებს რომ არ გამოეპარებოდათ, გასაკვირი არ იყო მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ცნობილია რომ 2008 წლის აგვისტომდე ბევრად ადრე რუსეთის ფედერაციას კონტრშეტევის გეგმა შემუშავებული ჰქონდა იმ შემთხვევაში თუ საქართველო სამხედრო აგრესიას დაიწყებდა.

„დღეს კი, მე დარწმუნებული ვარ - ეს გეგმა ერთობლივად შემუშავდა, სააკაშვილის პოლიტიკურ გუნდთან ერთად“, - სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ ომის შედეგად ორივე მხარემ მიიღო ის, რაც სჭირდებოდათ. რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია და ხელი შეუშალა ნატო-სკენ წინსვლის პროცესს, სააკაშვილმა კი „წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამის ფარგლებში გაფლანგული დაფინანსების ჩამოწერა მოახერხა.

მისი თქმით, სწორედ ამ პროცესების დახმარებით შეიქმნა „ნაცსექტის“ ფინანსური რესურსი, რითაც დღემდე ცდილობენ ქვეყანას ავნონ.

„ყოველ წელს, 8 აგვისტოს წინა დღეს, ვაქვეყნებ ამ პოსტს. ხვალ სხვა ემოციები იქნება, დაღუპული ბიჭების მემორიალის მონახულება, მათი უკვდავი სულების ეკლესიურად მოხსენიება და ქართულ სუფრაზე მათი ტრადიციული დღეგრძელობა. გვიახლოვდება 2008 წლის აგვისტოს საბედისწერო მოვლენების მორიგი წლისთავი და არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ამ „ხუთდღიანი“ ომის მიმართ, კვლავინდებურად ძალაშია.

ძალაშია ასევე კითხვები - როგორ დაიწყო, რატომ დაიწყო და შეიძლებოდა თუ არა ამ ყველაფრის თავიდან აცილება. პირადად მე, 2006 წლის შემოდგომიდან თავდაცვის სამინისტროში, შსს-ში მომუშავე იმდროინდელი მაღალჩინოსანი მეგობრებისაგან მესმოდა - „მგონი იწყებს“, „ცხინვალზე აპირებს წასვლას“, „შეიძლება ერთდროულად ორ ფრონტზე...“ და ა.შ. 2007 წლიდან კი, ამაზე უკვე ენას ვერ იჩერებდნენ ვერც ექს-პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლებიც, რომლებთანაც ხშირი სამსახურებრივი კონტაქტები მქონდა.

შიგნიდან ამ თემებზე ღია საუბრები, სულ რომ „სისულელე“ ყოფილიყო (თუმცა დრომ საწინააღმდეგო გვიჩვენა) - რომ არ გამოეპარებოდა რუსეთის სპეცსამსახურებს, რატომ გახდა აღმოჩენა? სწორედ იმის კონტექსტში, რომ თურმე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბს 2008 წლის აგვისტომდე დიდი ხნით ადრე შემუშავებული ჰქონდა „საქართველოს მხრიდან სავარაუდო სამხედრო აგრესიის შემთხვევაში კონტრმოქმედების გეგმა“.

დღეს კი, მე დარწმუნებული ვარ - ეს გეგმა ერთობლივად შემუშავდა, სააკაშვილის პოლიტიკურ გუნდთან ერთად.
რუსეთს უნდა განეხორციელებინა საქართველოს ოკუპაცია (ნაწილის მაინც), განეთავსებინა აქ სამხედრო ბაზები და ა.შ. - ამით შეეჩერებინა ჩვენი ნატო-სკენ მიმავალი წინსვლა. სააკაშვილის კორპორაციას უნდა ჩამოეწერა „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის“ ხაზით შემოსული და შეჭმული დიდი ოდენობით თანხა, ფორმულით - „ომი ყველაფერს ჩამოწერს“.

შედეგად - ორივე მხარემ თავისთვის სასურველ მიზანს მიაღწია. რუსეთმა მოახდინა ოკუპაცია და შეაჩერა (ბუქარესტის ნატო-ს სამიტის შემდგომ) საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკური ინტეგრაციისაკენ წარმატებული მისწრაფება. სააკაშვილმა - ჩამოწერა არამიზნობრივად დახარჯული თანხები და შეუდგა საერთაშორისო დონორების მიერ გამოყოფილი 4.5 მილიარდის არამიზნობრივ ათვისებას.

სწორედ ამ პროცესების შედეგად შეიქმნა ნაცსექტის ფინანსური პირამიდა, რომლის მეშვეობითაც დღემდე გრძელდება საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოშლის მცდელობა. იმ დროს, როდესაც გმირულად იღუპებოდნენ შინდისის ბიჭები, მღვდლებს ურიკებით გამოჰყავდათ ბრძოლის ველიდან ცხედრები - სამეგრელოს გუბერნატორი გოროზია რუსი გენერალი ჩაბანის მძღოლად მოგვევლინა და ჩვენი „ჩამოსაწერი“ სამხედრო ტექნიკის ფოთიდან დატვირთვა/ტრანსპორტირებას აკვირდებოდა. ხოლო, აღმოსავლეთის "ფრონტზე" გენერალ ბორისოვის მომსახურე პერსონალს კახა ლომაია და ლადო ვარძელაშვილი წარმოადგენდნენ,“- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
არქივი