ლევან ნიკოლეიშვილი: ჩვენმა ამომრჩეველმა ჭკუის სწავლების გარეშე იცის, ვის უნდა მისცეს ხმა, ვინც მომავალში ამ ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის გარანტორი იქნება, საქართველო მალე განთავისუფლდება ყოველგვარი ყალბი დასავლური დაპირებებისგან და შანტაჟისაგან, და ამას წინ ვერაფერი აღუდგება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
138 06 აგვისტო 2024, 12:50

როგორ უნდა მოახერხო და ყველაფერი გააკეთო იმისათვის, რომ ერთ-ერთ პროდასავლურ ქვეყანაში, უფრო სწორედ კი სამხრეთ კავკასიის გამორჩეული ქვეყანაში, საქართველოში შექმნა განწყობებიც და რეალობაც, რომ შენ მისი პარტნიორი და მეგობარი კი არ ხარ, არამედ ბატონყმური ურთიერთობების აღდგენის მოსურნე, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, საქართველომ მიიღო უფრო ლმობიერი „გამჭვირვალობის კანონი“, ვიდრე დასავლეთის სახელმწიფოებს აქვთ, ამ კანონს კი რუსული უწოდეს იმიტომ, რომ იგრძნეს, შავი ფულის გათეთრების თუ შემოდინების წყაროები გადაიკეტებოდა.


როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, როგორც აქაური, ისე უცხოელი რადიკალების ყველა სქემა საარჩევნოდ გაშიფრულია, თუმცა, ფსონს მაინც ისეთ პოლიტიკოსებზე დებენ, რომლებიც გუშინ რუსეთს აგინებდნენ და დღეს ლამის არის ყველაზე პრორუსებად გვევლინებიან საქართველოში, თუმცა, ამომრჩეველმა ყოველგვარი გარეშე პირის ჭკუის სწავლების გარეშე იცის, ვის უნდა მისცეს ხმა, რომელიც მომავალში ამ ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის გარანტორი იქნება.


„როგორ უნდა მოახერხო და ყველაფერი გააკეთო იმისათვის, რომ ერთ-ერთ პროდასავლურ ქვეყანაში, უფრო სწორედ კი სამხრეთ კავკასიის გამორჩეული ქვეყანაში, საქართველოში შექმნა განწყობებიც და რეალობაც, რომ შენ მისი პარტნიორი და მეგობარი კი არ ხარ, არამედ ბატონყმური ურთიერთობების აღდგენის მოსურნე. დიახ, რეალობა ასეთია, ჩვენ არ ჩავერთეთ ომში, რომელიც უფრო კატასტროფული შედეგის მომტანი იქნებოდა ჩვენთვის ვიდრე უკრაინისთვის, დიახ, ჩვენ არ დაუწესეთ სანქციები რუსეთს რომელიც ჩვენს ეკონომიკას უფრო დააზარალებდა, ჩვენ არ დავიწყეთ ორმაგი სტანდარტებით თამაში, როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, თან სანქციები თან გამალებული ვაჭრობა რუსეთთან. საქართველომ მიიღო უფრო ლმობიერი გამჭვირვალობის კანონი, ვიდრე დასავლეთის სახელმწიფოებს აქვთ, ამ კანონს რუსული უწოდეს იმიტომ, რომ იგრძნეს, შავი ფულის გათეთრების თუ შემოდინების წყაროები აქ გადაიკეტებოდა.


ახლა საარჩევნოდ ფსონს დებენ ისეთ პოლიტიკოსებზე, რომლებიც გუშინ რუსეთს აგინებდნენ და დღეს ლამის არის ყველაზე პრორუსებად გვევლინებიან საქართველოში. უსმენენ ისეთ არაპოპულარულ სუბიექტებს, როგორც ლომჯარია თუ სალომე ზურაბიშვილია, ტექნიკური მთავრობის მოსურნეებს და რევოლუციების მეხოტბეებს. ამ დროს კი უკრაინაში ლამის ყველაფერი თავზე დაემხოთ, აღმოსავლეთში დაძაბულობამ პიკს მიაღწია, საქართველო კი კვლავ მშვიდობას ინარჩუნებს და ჯიუტად განაგრძობს თავის ქვეყანაში ეროვნული და სახელმწიფო ინტერესების დაცვას. ამ არჩევნებისთვის აქაური თუ უცხოელი რადიკალების ყველა სცენარი გაშიფრულია. სამწუხაროდ, მაინც ცდილობენ ცეცხლის გაღვივებას. საინტერესოა, ქართველ ხალხს არ ეკითხებიან, რა უნდათ? ლომჯარია-ზურაბიშვილი, არაჟნის კონტეინერით სამუხანათოდ შემოპარული სააკაშვილი, ამჯერად საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ შერისხული და დაჯარიმებული „ლელო“ ნამდვილად არ უნდათ და ტყუილად ნუ შეეცდება დასავლეთი ამ ვაი პოლიტიკოსების ჩვენთვის ძალად შემოტენვას.


ჩვენმა ამომრჩეველმა ყოველგვარი ამერიკელის, თუ ევროპელის, თუ გნებავთ აზიელის, თუ აფრიკელის ჭკუის სწავლების გარეშე იცის, ვინ და რატომ უნდა შემოხაზოს, ვის უნდა მისცეს ხმა, რომელიც მომავალში ამ ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის გარანტორი იქნება. დიახაც, საქართველო მალე განთავისუფლდება ყოველგვარი ყალბი დასავლური დაპირებებისგან და შანტაჟისაგან და ამას წინ ვერაფერი და ვერავინ ვერ აღუდგება, ვინაიდან ჩვენი ეს ბრძოლა სამართლიანია და უფალიც ჩვენს მხარესაა“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მარკო რუბიო - ვულოცავ პირველ ამერიკელ პაპს, ლეო XIV-ს, ღმერთმა მისცეს მას სიბრძნე, გამბედაობა და მადლი თავისი წმინდა მსახურების აღსრულებაში
ზურაბ ქადაგიძე: ამერიკის საელჩომ ბომბებზე განცხადება გაავრცელა ისე, რომ სუს-თან კომუნიკაცია არც ჰქონია და შესაბამისად, ეს საქციელი გარდა უპატივცემულობისა, პროვოკაციის ელფერსაც შეიცავს
ოპოზიცია ისევ ემზადება ერთი მთავარი ლოზუნგის მხარდასაჭერად, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის დამტკიცება მათ ვერ შეძლეს ვერანაირი ფაქტების მიტანით
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტის“ სახელით, მტრული აქტი მიიღო, რომელიც არამეგობრული და არასტრატეგიული ნაბიჯია
დავით ქართველიშვილი „megobari“ აქტზე: რაც არ უნდა იფართხალონ საქართველოს "megobrebma" - მათი ყოველი მომდევნო "აქტი" ხმა მღაღადებლისაა უდაბნოსა შინა
არქივი