ბუდუ ზივზივაძე მეორე ბუნდესლიგის სასტარტო ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს – ასეთია ერთდროულად ორი საფეხბურთო ვებგვერდის, Sofascore-ს და Whoscored და ასევე „კიკერის“ და BBBank-ის შეფასებები.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მთავარი გმირი იყო ბუნდესლიგა 2-ის პირველ ტურში, რომელშიც „კარლსრუემ“ „ნიურნბერგთან“ საშინაო შეხვედრა 3:2 მოიგო. თუმცა, მასპინძლები პირველი ტაიმის ბოლომდე 0:2 მარცხდებოდნენ, სანამ საქმეში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი არ ჩაერთო. ბუდუმ 45+2-ე წუთზე ანგარიში შეამცირა, 73-ზე გათანაბრა, ხოლო 78-ეზე „კარლსრუესთვის“ გამარჯვების გოლი გაიტანა.
ანალიტიკურმა ვებგვერდმა Sofascore-მა ბუდუ ზივზივაძეს 9,8 ქულა დაუწერა, ხოლო Whoscored-მა ლამის იდეალური 9,9 ქულა – ორივემ სიმბოლურ გუნდში მოხვედრასთან ერთად, ქართველი ფორვარდი ტურის მოთამაშედ აღიარა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |