4 აგვისტოს, პარიზის ოლიმპიური თამაშებიდან სამშობლოში ბრუნდება საქართველოს ძიუდოს ოლიმპიური ნაკრები გუნდი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
61 04 აგვისტო 2024, 00:34
4 აგვისტოს, პარიზის ოლიმპიური თამაშებიდან სამშობლოში ბრუნდება საქართველოს ძიუდოს ოლიმპიური ნაკრები გუნდი. ჩვენმა ნაკრებმა გუნდმა პარიზის ოლიმპიური თამაშები 1 ოქროს და 2 ვერცხლის მედლით დაასრულა.

ოლიმპიური ჩემპიონობა მეორედ იზეიმა ლაშა ბექაურმა, ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ ტატო გრიგალაშვილი და ილია სულამანიძე. 

ძიუდოს ოლიმპიური ნაკრები გუნდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იქნება 4 აგვისტოს, 21:35 საათზე (აირზენას რეისით).
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი