ეთერ ლიპარტელიანი: ერთი ნაბიჯი დამაკლდა, რომ ისტორიული მედალი მომეპოვებინა - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შემდეგ ოლიმპიადაზე ჩემპიონები გავხდეთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
99 03 აგვისტო 2024, 17:08

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გვესახელებინა, მაგრამ ერთი ნაბიჯი დამაკლდა, რომ ისტორიული მედალი მომეპოვებინა, - ამის შესახებ ძიუდოს ქალთა ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ეთერ ლიპარტელიანმა განაცხადა.

„რა თქმა უნდა არ დავნებდები და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შემდეგ ოლიმპიადაზე ეს გულისტკენა არ ვნახოთ და ჩემპიონები გავხდეთ. მადლობა გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის და ქომაგობისთვის. ჩვენთვის დიდი მოტივაციაა ეს ყველაფერი. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში გვიდგას“, - აღნიშნა ეთერ ლიპარტელიანმა.

საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა ოლიმპიადაზე გამოსვლა სამი მედლით დაასრულა. ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა ლაშა ბექაურმა. ტატო გრიგალაშვილი და ილია სულამანიძე კი ვერცხლის მედალოსნები გახდნენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი