84
02 აგვისტო 2024, 17:10
მთაწმინდაზე, ვ. კოტეტიშვილის ქ. N15-ში, საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს. შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამაგრდება.
პროექტით გათვალისწინებულია შენობის კონსტრუქციული ელემენტების - საძირკვლის და მზიდი კედლების არმირება და ბეტონირება, ასევე, ფანჯრების ღიობების მოჩარჩოება.
მიმდინარე სამუშაო პროცესს, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე მაჟორიტარ დეპუტატ ზურაბ აბაშიძესთან და გამგეობის თანამშრომლებთან ერთად გაეცნო,
სამუშაოების განხორციელებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 332 953 ლარი დაიხარჯება.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |