თამარ ჩერგოლეიშვილი: საერთაშორისო პარტნიორებს მოვუყვები გიგი წერეთლის პოლიტიკურ სუტენიორობაზე, ავხსნი, რომ სხვისი გაზრდილი რეიტინგის პარაზიტია, რეპუტაციულად დავანგრევ დასავლეთში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
160 02 აგვისტო 2024, 14:21

იმ კვირაში შევხვდები ყველა საერთაშორისო პარტნიორს და გიგი წერეთლის ქცევაზე მოვუყვები, პოლიტიკურ სუტენიორობაზე, – ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, ის წერეთელს „დასავლეთში რეპუტაციულად დაანგრევს“.

„იმ კვირაში შევხვდები ყველა საერთაშორისო პარტნიორს და გიგი წერეთლის ქცევაზე მოვუყვები, პოლიტიკურ სუტენიორობაზე.

საგულისხმოა, რომ გაყალბებაში როდესაც გამოვიჭირეთ და გაცხადდა, რომ „ნაცების“ და „ქოცების“ ამომრჩევლით უნდა დახურულ პრაიმერიზში ჩემი ქმედითი გუნდის დამარცხება, NDI-ს სადამკვირვებლო მისიას და USAID-ს ვხდებოდი – რომლებიც მეკითხებოდნენ, როცა ამხელა სამუშაოს ვწევ, თანამდებობა რატომ არ მაქვს. ავუხსენი, რომ მე არ მინდა გიგი წერეთლის, კაკო ბობოხიძის და თუნდაც გიგა ბოკერიას კეთილი ნებით მოპოვებული სტატუსი – პრაიმერიზს ვატარებთ და ამომრჩეველი განმისაზღვრავს ძალას და ადგილს. განმისაზღვრა.

გიგი წერეთელმა მაგიდა ააყირავა, რადგან მეორეზე ვერ გავიდა. კაკო ბობოხიძემ ვაჭრობა და შეთანხმების მორიგი დარღვევა მოითხოვა, პრაიმერიზის შედეგების უარყოფით, პოლიტსაბჭოში სტატუს კვოს შენარჩუნებით შანტაჟი დაგვიწყო. ბობოხიძე კი ფეხზე ჰკიდიათ, მაგრამ წერეთელი რომ პოლიტიკური სუტენიორია და სხვის მიერ გაზრდილი რეიტინგის პარაზიტი, ამას ლამაზად ავხსნი.

კვოტების მავნებლობაც მთელი სიკაშკაშით ჩანს. კვოტით რომ მიეჩინათ ადგილი, კი არ ინერვიულებდნენ – ჩემით და უთანასწორო ბრძოლით რომ მოვიპოვე, მაგაზე ჩამოიშალნენ სუტენიორები.

P.S. გიგას მაგ პრეტენზიას უყენებს, რატომ დაუჭირე მხარი იმ გუნდს ბოლო დღეებში, სადაც პირველი თამარააო.

იმიტომ დაუჭირა, რომ ბოლო დღეებში ნახა, რომ სუტენიორები ხართ, რომ, ჩემი უანგარო შრომით მოტანილი სიკეთის დაფასების და პატიოსანი ბრძოლის ნაცვლად, არაავთენტური პროცესით და სხვა პარტიების ამომრჩევლით ცდილობთ ჩემთვის თავზე გადავლას. დაინახა, რომ თქვენ განასახიერებთ ყველა იმ მანკიერებას, რაც წარსულში უნდა დარჩეს, თუ ნათელი მომავალი გვსურს.

და, აი, ამიტომ დამიჭირა მხარი, პარტიის და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებში იმოქმედა, როდესაც მხარი დაუჭირა პატიოსნებას, პროფესიონალიზმს, შედეგიანობას – მაგ თქვენი მყრალი, ყალბი და რეტროგრადული ჭაობის წინააღმდეგ.

ცხადია, გიგას წინააღმდეგ რომ იყენებდით იმ სიის მხარდაჭერას, სადაც პირველი ის ქალია, ვინც ყველაზე დიდი შრომა გასწია, მაშინ როდესაც გიგი წერეთელს არც იდეური, არც ფინანსური, არც სხვა სახის კონტრიბუცია არ ჰქონია – ამას გიგი წერეთლის წინააღმდეგ უფრო ეფექტურად გამოვიყენებ და რეპუტაციულად დავანგრევ დასავლეთში“, - წერს ჩერგოლეიშვილი.

ცნობისთვის, გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა „ევროპული საქართველო“ დატოვეს. როგორც გიგა ბოკერიამ გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, პარტიაში პრაიმერიზის ჩატარების წესმა უთანხმოება და სერიოზული დაპირისპირება გამოიწვია.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გამსახურდია: არ წყდება ისტერია მზია ამაღლობელის საქმეზე, არადა ყველაფერი მარტივად არის, თავს დაესხა პოლიციელს და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში, მის მიმართ მიდგომა ანალოგიური იქნებოდა
დავით ქართველიშვილი: რომელიმე ცნობადი „მოლაპარაკე თავის“ უეცარი აქტიურობის უკან, რომელიც საზოგადოებაში ავრცელებს „შულერულ“, გადაუმოწმებელ „ფობიებს“, როგორც წესი, დგას დაფინანსების ახალი წყარო და ახალი დავალება
ზაალ ანჯაფარიძე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადებაზე: ეს არის „Deep State“ - დემოკრატია, რომელიც ებრძვის ყველას და ყველაფერს, რაც პატრიოტიზმზე და ეროვნულ ინტერესების დაცვაზეა ორიენტირებული
გია აბაშიძე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის” აკრძალვაზე: ევროუტიფრობა ვერანაირად დამკვიდრდება საქართველოში, ანტიდასავლურობა კრემლის გარეშე, თავად აამოქმედეს ევროკრატებმა
ბიუროკრატები ცდილობენ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ განადგურებას, დასავლეთმა ერთად დაანგრია ბერლინის კედელი და ის თავიდან არა საბჭოთა კავშირმა ან რუსეთმა, არამედ გერმანიის ისტებლიშმენტმა ააშენა
არქივი