ზურაბ ქადაგიძე: რასაც ბაიდენის ადმინისტრაცია საქართველოს წინააღმდეგ აკეთებს, ნაძირალობაც აღარ ჰქვია!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
129 02 აგვისტო 2024, 12:05
საქართველოსადმი  ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის პოლიტიკას ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე და  აცხადებს, რომ ეს პოლიტიკა ყოველგვარ საზღვარს სცდება და არაფერი აქვს საერთო პარტნიორობასთან. ქადაგიძე აღნიშნავს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას გააუქმოს სამხედრო წვრთნები, დააფინანსოს ექსტრემიზმი, შეიფაროს ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი ყოფილი მაღალჩინოსნები, ქართულმა საზოგადოებამ არჩევნებზე „აგენტოკრატების“ ჩამოშორებით უნდა უპასუხოს. 

„95 მილიონად მშვიდობა არ იყიდება!
რასაც ბაიდენის ადმინისტრაცია საქართველოს წინააღმდეგ აკეთებს, ნაძირალობაც აღარ ჰქვია!
დიპლომატიურ ეტიკეტზეც აღარ არის საუბარი უკვე, ისეთ ამორალურობას მიაღწია იმ ინსინუაციამ, რასაც ვაშინგტონი კადრულობს.
წვრთნებს გავაუქმებთ, სამაგიეროდ ექსტრემისტებს გადაგიმზადებთო;
ფინანსებს შეგიწყვეტთ, სამაგიეროდ უსამშობლო არასამთავრობოებს მივცემთ გრანტებსო;
ლეგიტიმურ ხელისუფლებას დავასანქცირებთ, სამაგიეროდ საერთაშორისო თაღლით კეზერაშვილს და დამნაშავე ადეიშვილს კარს გავუხსნით დასავლეთშიო;
კვლევებსაც გაგიყალბებთ და ლეგიტიმაციის პრობლემასაც შეგიქმნით თუ გვინდაო …
მოკლედ, 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა „ბიჭიან-ბატონიანად" უნდა აუგოს წესი „აგენტოკრატიას!" -  წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: შესაძლოა უკრაინის მხარე 15 მაისს სტამბოლში რუსეთის წარმომადგენელთან შეხვედრაზე არც მივიდეს, რადგან ზელენსკის ევრობიუროკრატია მართავს, რომელთაც ეს მოლაპარაკება არ აწყობთ
ნიკა მელია - ძალიან ბევრი მტკიცებულებით გამყარებული პრეტენზია მაქვს სააკაშვილთან, მანაც იცის ეს და თავის დროზე საჯაროდაც ბევრი ითქმება, რა და როგორ მოხდა 2021-2022 წლებში, ოღონდ ეს მოხდება მხოლოდ მისი პოლიტიკური პატიმრობის დასრულების შემდეგ
სამწუხაროა, ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღის ღონისძიება, ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს, ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავი
ზურაბ ქადაგიძე: მთელი ოპოზიცია შეიკრიბა და ევროპის მოედანიც კი ვერ შეავსეს
მარკო რუბიო - ვულოცავ პირველ ამერიკელ პაპს, ლეო XIV-ს, ღმერთმა მისცეს მას სიბრძნე, გამბედაობა და მადლი თავისი წმინდა მსახურების აღსრულებაში
არქივი