57
01 აგვისტო 2024, 18:24
ქართველმა ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ (-100 კგ) პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მესამე გამარჯვება მოიპოვა.
ნახევარფინალში მან შვეიცარიელი დანიელ ეიქი დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს. სულამანიძისთვის ეს სადებიუტო ოლიმპიადაა.
ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიურ თამაშებზე ორი მედალი აქვს - ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მოპოვება შეძლო, ლაშა ბექაური კი ძიუდოში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |