ილია სულამანიძემ მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს სძლია და ნახევარფინალშია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
57 01 აგვისტო 2024, 15:34

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ილია სულამანიძე (100კგ) პარიზის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოსვლას აგრძელებს.

შეჯიბრების მეოთხედფინალში სულამანიძემ მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, იაპონელი აარონ ვოლფი ვაზარით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

ოლიმპიადის ფინალის საგზურისთვის ქართველი ძიუდოისტი შვეიცარიელ დანიელ აიხს შეხვდება. ფინალური ბლოკი 18:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ხუთი დღის შემდეგ პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90კგ) გახდა, ხოლო ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი