94
01 აგვისტო 2024, 01:10
ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ, ლაშა ბექაური EuroSport-ის ჟურნალისტს ესაუბრა.
ინტერვიუ სახალისო გამოვიდა. ქართველმა ძიუდოისტმა საუბრის დროს ინგლისური და ქართული ენები ერთდროულად გამოიყენა: „სამასი არაგველი - „Do you know?”.
„ეს სიგიჟე იყო. მე მებრძოლი ვარ, მებრძოლი ხალხის ქვეყნიდან. სამასი არაგველი იცით?“, - მიმართა ბექაურმა ჟურნალისტს.
ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური, ფინალში იაპონელ სანშირო მურაოს დაუპირისპირდა. მეტოქე დაამარცხა და ზედიზედ მეორედ ოლიმპიური ჩემპიონობა იზეიმა.
ფინალამდე სპორტსმენმა მერვედფინალში ბულგარელი ივაილო ივანოვი ვაზარით დაამარცხა, მეოთხედფინალში სამხრეთკორეელ ჯუიეოპ ჰანს იპონით სძლია, ნახევარფინალში კი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან მოსახლიშვილს მოუგო.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |