52
31 ივლისი 2024, 21:23
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ლაშა ბექაურისა და ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან მოსახლიშვილის შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„სპორტული პრინციპების ერთგულება ყველაფერზე მაღლა დგას! ძიუდოს ნამდვილი ფასეულობები“,- წერს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია.
ლაშა ბექაური და ტრისტან მოსახლიშვილი ერთმანეთს ოლიმპიადის ნახევარფინალში შეხვდნენ. შეხვედრა ლაშა ბექაურის გამარჯვებით დასრულდა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |