110
31 ივლისი 2024, 20:29
ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. მან ფინალში იაპონელი საშირო მურაო დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
შეგახსენებთ, ამ დრომდე, საქართველოს ერთი მედალი ჰქონდა. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოუტანა.
ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |