დავით ქართველიშვილი აშშ-ს სენატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტში მიმდინარე მოსმენებზე: „იდიოტი" სენატორებისთვის მთავარი იყო მოესმინათ ჩინეთისა და საქართველოს დასჯის მექანიზმების თაობაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
131 31 ივლისი 2024, 12:19

„საქართველოს „დაუძინებელმა მეგობარმა", სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპასა და ევრაზიაში, ჯეიმს ო'ბრაენმა სასწაულები ილაპარაკა. ფაქტობრივად ახალი ერა გახსნა გეოგრაფიასა და მსოფლიო ეკონომიკაში," - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და აშშ-ს სენატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტში მიმდინარე მოსმენებს ეხმიანება.

დავით ქართველიშვილი სკეპტიკურად უყურებს მოსმენებზე ამერიკელების მხრიდან წარმოდგენილ საერთაშორისო გადაზიდვების გეგმას და აცხადებს, რომ ის ძალიან ჰგავს მათ მიერ ადრე გაჟღერებულ ჩანაფიქრს, რომელიც ცენტრალური აფრიკიდან ინდოეთის ოკეანეს შუაგულში რკინიგზის გაყვანას შეეხებოდა.

„ძალიან მაგარია!
აშშ-ს სენატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტში მიმდინარე მოსმენებზე, საქართველოს „დაუძინებელმა მეგობარმა", სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპასა და ევრაზიაში, ჯეიმს ო'ბრაენმა სასწაულები ილაპარაკა. ფაქტობრივად ახალი ერა გახსნა გეოგრაფიასა და მსოფლიო ეკონომიკაში.

ამერიკა აქტიურად მუშაობსო ახალი სახმელეთო დერეფნის შესაქმნელად, რუსეთისა და ჩინეთის გვერდის ავლით, რომელიც ცენტრალურ აზიას ევროპულ ბაზარზე გაიყვანს აზერბაიჯანისა და სომხეთის გავლით. ჩინეთის საქონელი არც განიხილება - ცენტრალური აზია მხოლოდ, ყირგიზული კუმისით, უზბეკური ჩირით და ყაზახური ცხენის ძეხვით.

პარალელურად არ განიხილება არც საქართველო - ევროპის გადასარჩენად ესოდენ აუცილებელი ჩამოთვლილი საქონელი თავის გზას გააგრძელებს სომხეთის საზღვაო ინფრასტრუქტურის გამოყენებით. მერე რა, რომ არც ნავსადგურები, არც ზღვა სომხეთს არ გააჩნია.

„იდიოტი" სენატორებისთვის მთავარი იყო მოესმინათ ჩინეთისა და საქართველოს დასჯის მექანიზმების თაობაზე. ჩვენ კი შეგვიძლია მხოლოდ მივულოცოთ ევროკავშირის მოსახლეობას, ეკონომიკური კრიზისიდან გამოსასვლელი ეს გენიალური ამერიკული გეგმის დაანონსება.

ვფიქრობ, არც უნდა შევუშალოთ ხელი. ამერიკელებს წინ მრავალი გრანდიოზული ჩანაფიქრები აქვთ ხორცშესასხმელი - ცენტრალური აფრიკიდან ინდოეთის ოკეანეს შუაგულში რკინიგზის გაყვანა, და აი ისიც - სამარყანდის ბაზრის დაკავშირება ერევნის საზღვაო პორტებთან. წარმატებები!" - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის” აკრძალვაზე: ევროუტიფრობა ვერანაირად დამკვიდრდება საქართველოში, ანტიდასავლურობა კრემლის გარეშე, თავად აამოქმედეს ევროკრატებმა
ბიუროკრატები ცდილობენ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ განადგურებას, დასავლეთმა ერთად დაანგრია ბერლინის კედელი და ის თავიდან არა საბჭოთა კავშირმა ან რუსეთმა, არამედ გერმანიის ისტებლიშმენტმა ააშენა
ჩვენს გარდა ჩვენივე საშინაო საქმეებს ვერავინ ვერ გაუმკლავდება - მთავარია, არ ჩაერიონ იმ მასშტაბით, რასაც ადგილი ჰქონდა წინა წლებში
დავით ქართველიშვილი ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე: გვიხაროდენ! ქვეყანაში ამ ეტაპზე, ყველაზე დიდი „საფრთხე“ - Lee Van Der Khabe-ს დაანონსებული „ბრძოლაა“, სადაც „სიტყვა ბრძოლა ნიშნავს ბრძოლას“
დავით ჩიხელიძე „ნავთლუღის სპეცოპერაციაზე“ : იმდროინდელმა მაღალჩინოსნებმა უკვე გარდაცვლილი ახალგაზრდების მიმართ ე.წ. საკონტროლო გასროლაც განახორციელეს. დაუშვებელია სისხლიანი რეჟიმის პოლიტიკურ ველზე არსებობა
არქივი