დავით ჩიხელიძე ხაზარაძე-ჯაფარიძეს: ჯერ ქართულმა სასამართლომ გითხრათ, რომ თაღლითები ხართ, ახლა საერთაშორისო არბიტრაჟმა - თქვენნაირი ადამიანების ადგილი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არ არის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
48 30 ივლისი 2024, 20:08

საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება სპეკულაციების სივრცეს არ ტოვებს, გაიმარჯვა საქართველოს სახელმწიფომ, გაიმარჯვა სახელმწიფო ინტერესებმა, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე, ხაზარაძე-ჯაფარიძის მიერ ანაკლიის პორტყან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ წაგებულ სასამართლოს.

ჩიხელიძის განცხადებით, საარბიტრაჟო სასამართლომ კიდევ ერთხელ გაამყარა ხაზარაძის სტატუსი - თაღლითი. მისივე განცხადებით, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ხაზარაძემ ანაკლიის პროექტთან მიმართებით ვალდებულებები ვერ შეასრულა, ამიტომ მას დავის დაწყების იურიდიული და მით უფრო მორალური უფლება არ ჰქონდა.

„საარბიტრაჟო სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილებით გაამყარა მამუკა ხაზარაძის სტატუსი, თაღლითი! როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა, ის სახელმწიფოს მილიარდ ნახევარ დოლარს ედავებოდა, ვინც ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესს თვალს ადევნებდა კარგად იცის, რომ მამუკა ხაზარაძემ ვალდებულებები ვერ შეასრულა, მას დავის დაწყების არც იურიდიული და მით უფრო მორალური უფლება არ ჰქონდა, რადგან სახელმწიფომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს მრავალი შეღავათი გაუკეთა, ასევე აპატია ჯარიმები და ვალდებულების შესრულების თარიღი რამდენჯერმე გადაუწია, რეალურად სახელმწიფომ ანაკლიის პორტის აშენებისთვის ყველაფერი გააკეთა, მეორე მხარეს მყოფმა არაკეთილსინდისიერმა ადამიანებმა(ხაზარაძე/ჯაფარიძე) პირიქით, ყველაფერი გააკეთეს რომ ანაკლიის პორტი არ აშენებულიყო, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ კი სახელმწიფოს წინააღმდეგ დავა დაიწყეს.

საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება სპეკულაციების სივრცეს არ ტოვებს, გაიმარჯვა საქართველოს სახელმწიფომ, გაიმარჯვა სახელმწიფო ინტერესებმა. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სახელმწიფო ინვესტორებთან მიმართებით მაღალი სტანდარტით მოქმედებს და ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდება, მათ შორის ხელშეკრულების გაფორმება/გაწყვეტა. ჩემთვის როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქისთვის მიუღებელია მომჩივანი მხარის არსებული პოზიცია, რომელიც გამტყუნების მიუხედავად, ათიათასობით სამუშაო ადგილის არ შექმნაში სახელმწიფოს ადანაშაულებს, თითქოს არბიტრაჟმა სახელმწიფო გაამტყუნა. ბატონებო მიწაზე დაეშვით, ჯერ ქართულმა სასამართლომ გითხრათ, რომ თაღლითები ხართ, ახლა საერთაშორისო არბიტრაჟმა. ეს საკმარისი უნდა იყოს, რომ სიმართლე აღიაროთ და ვნებები დაიცხროთ, თქვენნაირი ადამიანების ადგილი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არ არის“ - წერს ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
არქივი