ეთერ ლიპარტელიანი ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას გააგრძელებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
57 29 ივლისი 2024, 14:56

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ძიუდოს ტურნირის მესამე საშეჯიბრო დღეს ქალთა შორის ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ასპარეზობს.

ქართველი მეოთხედფინალში ბრაზილიელ ოლიმპიურ ჩემპიონთან, რაფაელა სილვასთან ორი ვაზარით დამარცხდა და ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებს.

ლიპარტელიანის მეტოქე რეპეშაჟში მონღოლი ძიუდოისტი იქნება. დღეს პარიზში მეორე ქართველი – ლაშა შავდათუაშვილიც (73კგ) ასპარეზობდა.

ოლიმპიური ჩემპიონის პირველი მეტოქე ფრანგი ჟოან ბენჟამინ გაბა გახლდათ. შეხვედრა ძალიან დაძაბულად წარიმართა და, საბოლოოდ, დამატებით დროში ქართველის მარცხით დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ პარიზში ძიუდოს ტურნირზე საქართველოს ნაკრები ჯერ მედლის გარეშეა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი