55
29 ივლისი 2024, 14:55
პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ძიუდოს ტურნირის მესამე საშეჯიბრო დღეს ქალთა შორის ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ასპარეზობს.
ქართველმა მერვედფინალში უზბეკ ამინოვას ვაზარით სძლია და ნახევარფინალში გასასვლელად ბრაზილიელ ოლიმპიურ ჩემპიონს, რაფაელა სილვას დაუპირისპირდება. დღეს პარიზში მეორე ქართველი – ლაშა შავდათუაშვილიც (73კგ) ასპარეზობდა.
ოლიმპიური ჩემპიონის პირველი მეტოქე შეჯიბრზე ფრანგი ჟოან ბენჟამინ გაბა გახლდათ. შეხვედრა ძალიან დაძაბულად წარიმართა და, საბოლოოდ, დამატებით დროში ქართველის მარცხით დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ პარიზში ძიუდოს ტურნირზე საქართველოდ ნაკრები ჯერ მედლის გარეშეა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |