50
28 ივლისი 2024, 19:16
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ორი ქართველი სპორტსმენი გამოვიდა. ევროპის მოქმედი ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი, პირველ შეხვედრაში ფრანგ ვალიდ ხიარს დაუპირისპირდა და 60-კილოგრამ წონითი კატეგორიის პირველივე წრეში გამოეთიშა ასპარეზობას. ქართველი ტურნირს უმედლოდ დაემშვიდობა.
ოლიმპიური თამაშები ასევე დასრულდა მოცურავე ნოე ფანცხავასთვისაც. 18 წლის ქართველმა მოცურავემ, კვალიფიკაციის დაძლევა და ნახევარფინალში გასვლა ვერ შეძლო. ნოემ 8 მონაწილეს შორის მერვე პოზიცია დაიკავა.
ქართველების ასპარეზობას დაესწრნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, თითოეული ოლიმპიური ჩემპიონი მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსანი ნახევარ მილიონ ლარს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი 250 000 ლარს მიიღებს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |