დავით ჩიხელიძე: „ტვ პირველის“ მორიგ პროპაგანდისტულ სიუჟეტში საუბარი კალაძის საათს შეეხება - ხომ არ ჯობია ტყუილის თქმას შეეშვათ და ჟურნალისტურ სტანდარტებს დაუბრუნდეთ?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
121 28 ივლისი 2024, 19:13

"ტვ პირველის" შაბათის ეთერში მორიგი პროპაგანდისტული სიუჟეტი გავიდა, რომელშიც საუბარი კალაძის საათს შეეხება. როცა სხვა თემა არ გაქვს და საათით მანიპულაციას ცდილობ, ნიშნავს რომ კალაძე მართლა კარგი მერია, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ „ტვ პირველმა” ბოლო ერთი წლის განმავლობაში სასამართლოში ორი საქმე წააგო, ორივე შემთხვევაში საუბარია ტყუილის გავრცელებაზე.

„ტვ პირველი დიდი ხანია ასტრალში გავიდა, შაბათის ეთერში მორიგი პროპაგანდისტული სიუჟეტი გავიდა, რომელშიც საუბარი კალაძის საათს შეეხება. როცა სხვა თემა არ გაქვს და საათით მანიპულაციას ცდილობ, ნიშნავს, რომ კალაძე მართლა კარგი მერია და მას უკანონობასთან კვეთა არ აქვს. საათის თემა როგორც იტყვიან თითიდან გამოწოვილი არის, რადგან დეკლარაციას თავის შევსების წესი აქვს და მას ყოველდღიურად არ ავსებ, დეკლარაციების თემაზე მიმუშავია და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კალაძის დეკლარაცია კანონის მოთხოვნებს სრულად პასუხობს.

აქვე რამდენიმე სიტყვა ტვ პირველის უბიწოების და ობიექტურობის შესახებ, ეს არის ტელეკომპანია, რომელმაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში სასამართლოში ორი საქმე წააგო, ორივე შემთხვევაში საუბარია ტყუილის გავრცელებაზე, იურიდიულად დადასტურებულია, რომ ტვ პირველი ტყუილს ავრცელებს. სხვისკენ თითის გაშვერას და დამნაშავის ძახილს, ხომ არ ჯობია ტყუილის თქმას შეეშვათ და ჟურნალისტურ სტანდარტებს დაუბრუნდეთ?” - წერს დავით ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატო შაქარიშვილი ჰერჩინსკის: ვიცით, რომ თქვენ ხართ დიალოგში და ჰარმონიაში კოხტა კოდუასთან, მეგის ქარდავასთან და იმ კასტილიან კაცთან, რომელიც მაგიდაზე „სკოჩით“ მიბმულ კაცს აუპატიურებდა
მოლაპარაკებების აცენტრის "ლონდონ/პარიზიდან" - თურქეთში გადანაცვლებამ იმდენად გააღიზიანა "ანტიტრამპისტული კოალიცია“, რომ ამოცანად რჩება მოლაპარაკებების ეს რაუნდიც ჩაშალონ
ჯო უილსონი მადლობას უხდის დონალდ ტრამპს სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნისთვის
„MEGOBARI აქტი“, სანქციები, ეს ქართველი პოლიტიკოსების გარეშე არ ხდება. როგორ ფიქრობთ, ამერიკელი პოლიტიკოსები იმდენად ჩართულები არიან ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომ ყოველ დღე ამაზე ფიქრობენ რა თქვან?!
ევროკავშირის მიერ ჯერ 12, ხოლო კანდიდატის სტატუსის შემდეგ კი 9 რეკომენდაცია ემსახურება სუვერენიტეტის დაუშვებელ დონემდე შეზღუდვას
არქივი