სამწუხაროდ, შედეგი ძალაში დარჩა და სანდრო ბაზაძე მედლისთვის ბრძოლას ვერ გააგრძელებს, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელმა ელგუჯა ბერიშვილმა განაცხადა.
„სანდრო ბაზაძე ეგვიპტელ სპორტსმენთან დამარცხდა და შეჯიბრს გამოეთიშა. ჩვენ სანდროსგან, როგორც ძალიან გამოცდილ სპორტსმენისგან, რომელიც დიდი ხანია მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერია, მედალს ველოდით. ეს იყო მისთვის მესამე ოლიმპიური თამაში, მაგრამ სამწუხაროდ სანდრო შეჯიბრს გამოეთიშა. ტრიბუნიდან როდესაც თვალს ადევნებს სპორტის ამ სახეობას, რთულია განსაზღვრო რეალურად რა მოხდა საფარიკაო ბილიკზე, თუმცა როგორც ჩანს საფუძველი არსებობდა, რადგან სხვანაირად შეუძლებელი იყო. სანდრომ ეს ყველაფერი გააპროტესტა“, - აღნიშნა ელგუჯა ბერიშვილმა.
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ საერთაშორისო ორგანიზაციაში საჩივრის წერილი გაგზავნა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |