ლერი ხაბელოვი: ოლიმპიური თამაშები არის ნერვების შეჯიბრი, ვისაც მაგარი ნერვები აქვს, აუცილებლად გაიმარჯვებს. წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენს სპორტსმენებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
71 27 ივლისი 2024, 20:31

ოლიმპიური თამაშები არის ნერვების შეჯიბრი, ვისაც მაგარი ნერვები აქვს, აუცილებლად გაიმარჯვებს. წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენს სპორტსმენებს, - ამის შესახებ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა გადაცემა „დღის ქრონიკაში" განაცხადა.

იგი იმედოვნებს, რომ საქართველოს გუნდი დაგეგმილ მიზნებს მიაღწევს.

„დევიზი არ შეგვიცვლია, ვინაიდან, თქვენ იცით, რომ ჩვენს ყველა სპორტსმენს შეუძლია მედალი მოიპოვოს. ძიუდოისტები ჩაერთნენ და მთლიანი გუნდი არის ვარსკვლავური.

იმედია, რომ, პირველ რიგში, თავად სპორტსმენები მოახდენენ მობილიზებას. უკეთ ვიდრე, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე - გვაქვს ამის იმედი. მთავარია ჩვენმა სპორტსმენებმა მობილიზებულად გამოიჩინონ თავი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობთ და მთელს საზოგადოებას გვინდა, რომ უკეთესი შედეგი აჩვენონ, ვიდრე აჩვენეს წინა ოლიმპიურ თამაშებზე“, - აღნიშნა ლერი ხაბელოვმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი