ნინო ფოჩხუა ქართული ჯარისთვის უცხოური დაფინანსების შეჩერებაზე: მარტივ ჭეშმარიტებას აქვს ადგილი - ჩვენმა ხელისუფლებამ, გაუგონარი ზეწოლის მიუხედავად, უარი თქვა ქვეყანაში ომის დაწყებაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
161 27 ივლისი 2024, 14:03

რატომ უნდა დასაჯო პარტნიორი ქვეყნის ჯარი, როცა ყველა შენს წამოწყებულ აქტივობაში გვერდით დაგიდგა, არ გიღალატა და სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ბევრჯერ გადაგარჩინა დაგეგმილი ოპერაციის ჩაშლაში, - ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ დიდი ზეწოლის მიუხედავად, უარი თქვა ომში ჩართვაზე.

რატომ უნდა დასაჯო პარტნიორი ქვეყნის ჯარი, როცა ყველა შენს წამოწყებულ აქტივობაში გვერდით დაგიდგა, არ გიღალატა და სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ბევრჯერ გადაგარჩინა დაგეგმილი ოპერაციის ჩაშლაში. მოვლენების განვითარებამ დაგვანახა, რომ მარტივ ჭეშმარიტებას აქვს ადგილი.

ჩვენმა ხელისუფლებამ, გაუგონარი ზეწოლის მიუხედავად, უარი თქვა რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვაზე, რაც გამოიწვევდა, არა მარტო ქვეყნის ჩამოშლას და უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლს, არამედ დადგებოდა საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი.

ასე, რომ სტრატეგიულ პარტნიორს ეს არ ეკადრება!

საქართველო კი გააგრძელებს წინსვლას და განვითარებას, რისი გარანტიც ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდია!” - წერს ფოჩხუა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ამერიკის საელჩომ ბომბებზე განცხადება გაავრცელა ისე, რომ სუს-თან კომუნიკაცია არც ჰქონია და შესაბამისად, ეს საქციელი გარდა უპატივცემულობისა, პროვოკაციის ელფერსაც შეიცავს
ოპოზიცია ისევ ემზადება ერთი მთავარი ლოზუნგის მხარდასაჭერად, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის დამტკიცება მათ ვერ შეძლეს ვერანაირი ფაქტების მიტანით
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტის“ სახელით, მტრული აქტი მიიღო, რომელიც არამეგობრული და არასტრატეგიული ნაბიჯია
დავით ქართველიშვილი „megobari“ აქტზე: რაც არ უნდა იფართხალონ საქართველოს "megobrebma" - მათი ყოველი მომდევნო "აქტი" ხმა მღაღადებლისაა უდაბნოსა შინა
ნიკოლოზ მეტრეველი: თუ მიიღებენ ე.წ მეგობარ აქტს, ხელისუფლებას შეუძლია საპასუხოდ სოროსის ფონდი სრულიად დახუროს - საქართველოს წინააღმდეგ ნებისმიერ უკანონობას ძალიან მარტივად შეგვიძლია პასუხი გავცეთ
არქივი