დავით ჩიხელიძე: თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს ოპოზიციის ძირგამომთხრელი საქმიანობის შესახებ, რადგან მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში, რაც ოპოზიციის მიზანი იყო და არის, ომის სიმძიმე ყველას შეგვეხებოდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
178 26 ივლისი 2024, 20:07

საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს ოპოზიციის ძირგამომთხრელი საქმიანობის შესახებ, რადგან მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში, რაც ოპოზიციის მიზანი იყო და არის, ომის სიმძიმე ყველას შეგვეხებოდა.- წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე ოპოზიციის იმ მოთხოვნების შესახებ, რომელიც უკრაინის დასახმარებლად უნდა გაკეთებულიყო.

როგორც ჩიხელიძე წერს, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრიფინგი იყო სრული ლუსტრაცია, თუ როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია და როგორი უნდა იყოს ქვეყნის მოღალატე ადამიანის სახე. მაგალითად აქუბარდია, დეკანოიძე, ვაშაძე, რომლებიც მთავრობას უკრაინის სამხედრო დახმარებისკენ მოუწოდებდნენ.

ექსპერტის თქმით, არათუ საქართველო, არამედ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნები ერიდებოდნენ, რაც სწორი და მართებული პოზიცია არის.

„ფუჭი აღმოჩნდა ოპოზიციის ძალისხმევა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ გაუძლო ზეწოლას, ოპოზიცია კი მორიგ ჯერზე დამარცხდა. დღეს პაპუაშვილის ბრიფინგი იყო სრული ლუსტრაცია, თუ როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია და როგორი უნდა იყოს ქვეყნის მოღალატე ადამიანის სახე. მაგალითად აქუბარდია, დეკანოიძე ვაშაძე და ა.შ. რომლებიც მთავრობას უკრაინის სამხედრო დახმარებისკენ მოუწოდებდნენ, ზოგიერთი უფრო შორს წავიდა და უკრაინის დახმარების კონკრეტული გეგმა წარმოადგინა, რომელიც რეალურად საქართველოს ომში ჩათრევის გეგმა იყო. არათუ საქართველო, არამედ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნები ერიდებოდნენ, რაც სწორი და მართებული პოზიცია არის. რომ არაფერი ვთქვათ სანქციების საკითხზე, რომელიც ეროვნული მნიშვნელობის არის და ყველა ქვეყანა ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს, მათ შორის მოლდოვა, რომელიც ჩვენზე წინ უსამართლოდ დააყენეს და დღემდე რუსეთთან აქტიური სავაჭრო ურთიერთობა აქვს. საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს ოპოზიციის ძირგამომთხრელი საქმიანობის შესახებ, რადგან მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში, რაც ოპოზიციის მიზანი იყო და არის, ომის სიმძიმე ყველას შეგვეხებოდა.”- წერს დავით ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატო შაქარიშვილი ჰერჩინსკის: ვიცით, რომ თქვენ ხართ დიალოგში და ჰარმონიაში კოხტა კოდუასთან, მეგის ქარდავასთან და იმ კასტილიან კაცთან, რომელიც მაგიდაზე „სკოჩით“ მიბმულ კაცს აუპატიურებდა
მოლაპარაკებების აცენტრის "ლონდონ/პარიზიდან" - თურქეთში გადანაცვლებამ იმდენად გააღიზიანა "ანტიტრამპისტული კოალიცია“, რომ ამოცანად რჩება მოლაპარაკებების ეს რაუნდიც ჩაშალონ
ჯო უილსონი მადლობას უხდის დონალდ ტრამპს სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნისთვის
„MEGOBARI აქტი“, სანქციები, ეს ქართველი პოლიტიკოსების გარეშე არ ხდება. როგორ ფიქრობთ, ამერიკელი პოლიტიკოსები იმდენად ჩართულები არიან ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომ ყოველ დღე ამაზე ფიქრობენ რა თქვან?!
ევროკავშირის მიერ ჯერ 12, ხოლო კანდიდატის სტატუსის შემდეგ კი 9 რეკომენდაცია ემსახურება სუვერენიტეტის დაუშვებელ დონემდე შეზღუდვას
არქივი