ნინო ფოჩხუა სუს-ის გამოძიებაზე: ტერორისტული აქტი ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც არის ქვეყნის სტაბილურობის და განვითარების გარანტი, ამაზე მეტი რაღა უნდა გააკეთონ? აღარ არის მოთმენის დრო, ჩამოათრიონ უკრაინიდან ყველა ეჭვმიტანილი და მიიყვანონ საქმე ბოლომდე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
130 24 ივლისი 2024, 14:17

„დიდი ხანია იცის ქართულმა საზოგადოებამ, თუ როგორ ემზადებიან უკრაინაში გაქცეული ყოფილი მაღალჩინოსნები და მათ სამსახურში მყოფი ყოფილი სამხედროები ქვეყანაში რევოლუციის მოსაწყობად. ეს არ არის მოგონილი, ყველას გვახსოვს უკრაინიდან სამხედროების მუქარის ვიდეოები, მაგრამ რაც დღეს ხდება, ამის მოთმენა უკვე შეუძლებელია“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც საუბარია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შესაძლო ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე.

ექსპერტის განცხადებით, მოთმენის დრო არ არის და საჭიროა, შესაბამისმა უწყებებმა ყველა ეჭვმიტანილი ჩამოიყვანონ, დაკითხონ და გამოძიება ბოლომდე მიიყვანონ.

„დიდი ხანია იცის ქართულმა საზოგადოებამ, თუ როგორ ემზადებიან უკრაინაში გაქცეული ყოფილი მაღალჩინოსნები და მათ სამსახურში მყოფი ყოფილი სამხედროები ქვეყანაში რევოლუციის მოსაწყობად. ეს არ არის მოგონილი, ყველას გვახსოვს უკრაინიდან სამხედროების მუქარის ვიდეოები, მაგრამ რაც დღეს ხდება, ამის მოთმენა უკვე შეუძლებელია. ტერორისტული აქტი ბიძინა ივანიშვილზე, ადამიანზე, რომელიც არის ქვეყნის სტაბილურობის და განვითარების გარანტი, ამაზე მეტი რაღა უნდა გააკეთონ? აღარ არის დრო მოთმენის, ჩამოათრიონ უკრაინიდან ყველა ეჭვმიტანილი, დაკითხონ და მიიყვანონ საქმე ბოლომდე. როგორ ჰგონიათ, ქართველი ხალხი დაუშვებს დესტაბილიზაციას ქვეყანაში, ქვეყანაში, რომელიც სტაბილურად ვითარდება და ამ მშვიდობის გარანტს, ბიძინა ივანიშვილს გვერდით არ დაუდგება?“ - წერს ფოჩხუა ფეისბუკზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ამერიკის საელჩომ ბომბებზე განცხადება გაავრცელა ისე, რომ სუს-თან კომუნიკაცია არც ჰქონია და შესაბამისად, ეს საქციელი გარდა უპატივცემულობისა, პროვოკაციის ელფერსაც შეიცავს
ოპოზიცია ისევ ემზადება ერთი მთავარი ლოზუნგის მხარდასაჭერად, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის დამტკიცება მათ ვერ შეძლეს ვერანაირი ფაქტების მიტანით
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტის“ სახელით, მტრული აქტი მიიღო, რომელიც არამეგობრული და არასტრატეგიული ნაბიჯია
დავით ქართველიშვილი „megobari“ აქტზე: რაც არ უნდა იფართხალონ საქართველოს "megobrebma" - მათი ყოველი მომდევნო "აქტი" ხმა მღაღადებლისაა უდაბნოსა შინა
ნიკოლოზ მეტრეველი: თუ მიიღებენ ე.წ მეგობარ აქტს, ხელისუფლებას შეუძლია საპასუხოდ სოროსის ფონდი სრულიად დახუროს - საქართველოს წინააღმდეგ ნებისმიერ უკანონობას ძალიან მარტივად შეგვიძლია პასუხი გავცეთ
არქივი