UNWTO-ის გენერალური მდივანი - ადგილმდებარეობითა და ბოლო წლებში შექმნილი ტურისტული ინფრასტრუქტურით, საქართველოს შეუძლია იყოს საკმაოდ კონკურენტუნარიანი ტურისტული მიმართულება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
844 08 მაისი 2020, 18:04

ეს სტანდარტები არა მხოლოდ საქართველოს, ყველას შეეხება. ჩვენ ამ სტანდარტებს ვამუშავებთ ისეთ პარტნიორებთან ერთად, როგორებიც არიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, კრუიზის მიმართულებით გვყავს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია KLIA, ასევე, საერათშორისო საზღვაო ორგანიზაცია, ამას ემატება რამდენიმე კერძო კომპანია, – ამის შესახებ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ტურიზმის და ტურისტის მენტალიტეტი სავარაუდოდ შეიცვლება, იქნება ბევრად უფრო გამკაცრებული, თუმცა ეს იქნება გარკვეული დროით.

„ეს რეკომენდაციები მაისის ბოლოს უკვე დამტკიცდება და მიეწოდება წევრ ქვეყნებს. ეს სტანდარტები არანაირ სირთულეებთან არ იქნება დაკავშირებული, უბრალოდ იქნება ნორმატივები და პროტოკოლი, რომლის დაცვაც საკმაოდ მარტივი იქნება. რა თქმა უნდა, მხოლოდ ხელების დაბანა არ იქნება, თუმცა იქნება გაწერილი ის კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც თითოეულმა ტურისტმა უნდა გაითვალისწინოს. ტურიზმის და ტურისტის მენტალიტეტი სავარაუდოდ შეიცვლება, იქნება ბევრად უფრო გამკაცრებული, თუმცა ეს იქნება გარკვეული დროით, ვფიქრობთ და ვვარაუდობთ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ არავის აღარ გვეხსომება ეს რთული და მძიმე პერიოდი, რომელიც ინდუსტრიამ მიიღო 2-3 თვის მანძილზე“, – განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ზურაბ პოლოლიკაშვილის ვიდეოკონფერენცია გაიმართა. 

UNWTO-ის გენერალური მდივანი მიესალმა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისულ გეგმას და განაცხადა, რომ საქართველომ გადადგა ძალიან სწორი და წარმატებული ნაბიჯები, მათ შორის იმ მიმართულებით, რომ არის პირველი ქვეყანა, რომელიც ყველაზე ადრე ხსნის ტურიზმის ინდუსტრიას.

ზურაბ პოლოლიკაშვილმა ასევე პოზიტიურად შეაფასა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება „ტურისტულ მწვანე ზონებად“ სხვადასხვა კურორტის გამოყოფის შესახებ. ყურადღება გამახვილდა უსაფრთხო დერეფნების კონცეფციაზეც, რაზეც მოლაპარაკებები მიმდინარეობს როგორც მეზობელ ქვეყნებთან, ისე საქართველოსთვის ტურისტულად საინტერესო სხვა სახელმწიფოებთან.

ზურაბ პოლოლიკაშვილის შეფასებით, შექმნილ ვითარებაში, საქართველოს აქვს ძალიან კარგი პოზიცია და ადგილმდებარეობითა და ბოლო წლებში შექმნილი ტურისტული ინფრასტრუქტურით, შეუძლია, იყოს საკმაოდ კონკურენტუნარიანი ტურისტული მიმართულება, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია კი მაქსიმალურად შეუწყობს მას ხელს იმ მიზნობრივ ბაზრებთან კოორდინაციის პროცესში, რომლებიც საქართველოსთვის საინტერესოა. 


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
არქივი