ნინო ფოჩხუა: დღევანდელი ოპოზიცია და მათი პარტიული ტელევიზიები ყველაფერზე რომ არიან წამსვლელები არახალია, მაგრამ ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა ყველა ნიშნულს სცდება - მოწმენი ვართ გლობალური ტერორის, რომელმაც ჩვენს ქვეყანაშიც ჩამოაღწია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
125 23 ივლისი 2024, 13:07
ჩვენ მოწმენი ვართ გლობალური ტერორის, რომელმაც ჩვენს ქვეყანაშიც ჩამოაღწია, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა, სუს-ის გამოძიებას, რომელიც "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის და ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნების მიმართ ტერორისტული აქტის შესაძლო მომზადებას და სახელმწიფო გადატრიალებას ეხება.
ფოჩხუას შეფასებით, დღევანდელი ოპოზიცია და პარტიული ტელევიზიები ყველაფერზე არიან წამსვლელები, მაგრამ ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა ყველა ნიშნულს სცდება.
"დღევანდელი ოპოზიცია და მათი პარტიული ტელევიზიები ყველაფერზე რომ არიან წამსვლელები არახალია, მაგრამ ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა, ეს უკვე ყველა ნიშნულს სცდება, თუმცა დღეს აღარაფერია გასაკვირი, აღარაფერს ვამბობ მკვლელობის მცდელობაზე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრსა და ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატ ტრამპზე.
ჩვენ მოწმენი ვართ გლობალური ტერორის, რომელმაც ჩვენს ქვეყანაშიც ჩამოაღწია. უკვე ერთი კვირაა სუსი აწარმოებს გამოძიებას ტერორისტული აქტის მომზადებისა და შეთქმულებით სახელმწიფო გადატრიალების მუხლებით, ინტენსიურად მიმდინარეობს გამოკითხვები, მაგრამ სავარაუდო ფიგურანტები საგულდაგულოდ მალავდნენ, რომ გამოძიება ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობდა, მაშინ რა მოხდა დღეს უნებლიე წამოცდენა იყო თუ უკვე ვეღარ დამალეს გამოკითხულმა პირებმა და მათმა ადვოკატმა, რომ ტერორისტული აქტი ბიძინა ივანიშვილსა და მოქმედ ლიდერებზე მზადდებოდა? აი ეს არის საინტერესო, რატომ მალავდნენ ამ ფაქტს, არა მარტო ამ საქმის ფიგურანტები, არამედ მათი მართული ოპოზიციური ტელევიზიები, იმედია საგამოძიებო უწყება ამაზე პასუხს გასცემს საზოგადოებას." - წერს ნინო ფოჩხუა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ტრამპის წერილი ნათლად აჩვენებს თუ რა საცოდავია ოპოზიცია
დავით ქართველიშვილი ტრამპის მილოცვაზე: ვიკიპედიაში, კატეგორიაში „საკონტროლო გასროლა" აშკარად ცვლილებებია შესატანი
გიორგი გამსახურდია თათა ხუნდაძეზე: აღიარა რომ ნაციონალების პოლიტიკურმა წინაპრებმა მოკლეს ზვიადი და ახლა ნანობენ თურმე ჩემს შესახებაც. ისე, ცნობისთვის, მაშინ 14 წლის გახლდით. აი ეს დამოკიდებულება აქვთ ბავშვებზე ზოგადად
ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებაზე: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ანრი ოხანაშვილის ხელმძღვანელობით, მაღალ პროფესიონალურ დონეზე იმუშავა
ზაალ ანჯაფარიძე Tbilis Open Air-ზე რუსეთის დროშასთან დაკავშირებულ ფაქტზე: ეს იყო გამიზნული პროვოკაცია - ხელიდან არ უშვებენ არცერთ შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში არ იყოს სიმშვიდე და მოსახლეობა მუდმივად იყოს საფრთხის მოლოდინში
არქივი