ვლადიმერ ბოჟაძე ბიძინა ივანიშვილის მიმართ ტერორისტული აქტის შესაძლო მომზადებაზე - ასე ებრძვიან ყველას ვინც იცავს საკუთარი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს, ვისთვისაც მთავარი ღირებულება არის ღმერთი, სამშობლო, ოჯახი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
130 23 ივლისი 2024, 12:54
ომის და ღალატის პარტია, მათი მართვადი მედიები და უფლებადამცველები უკვე 7 დღეა მალავენ ინფორმაციას, რომ მათი აქტივისტების მიმართ გამოძიება სავარაუდო ტერორისტული აქტის მომზადებაზე მიმდინარეობს, - ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე გამოკითხული გელა კახაბრიშვილის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის დროს საუბარი იყო „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ შესაძლო ტერორისტული აქტის მომზადებაზე.

ბოჟაძის თქმით, ასე ებრძვიან ყველას ვინც იცავს საკუთარი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს, ვისთვისაც მთავარი ღირებულება არის ღმერთი, სამშობლო, ოჯახი. „როცა პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს ირიბად დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით, მაშინ ოპოზიციამ ეს საკითხი ხუმრობის და ქილიკის საგნად აქცია. ოპოზიციისგან ეს არ გაგვიკვირდა, მაგრამ თურმე ამ ქილიკის ფონზე ბიძინა ივანიშვილის მიმართ ტერაქტს გეგმავდნენ, რადგან 2024 წლის არჩევნებში გარდაუვალი მარცხი ელოდებათ. ომის და ღალატის პარტია, მათი მართვადი მედიები და უფლებადამცველები უკვე 7 დღეა მალავენ ინფორმაციას, რომ მათი აქტივისტების მიმართ გამოძიება სავარაუდო ტერორისტული აქტის მომზადებაზე მიმდინარეობს. ესროლეს რობერტ ფიცოს, დაემუქრნენ ირაკლი კობახიძეს, ავარიას გადაურჩა ვიქტორ ორბანი, სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს დონალდ ტრამპი, ტერორისტულ აქტს გეგმავენ ბიძინა ივანაშვილის მიმართ, ასე ებრძვიან ყველას ვინც იცავს საკუთარი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს, ვისთვისაც მთავარი ღირებულება არის ღმერთი, სამშობლო, ოჯახი. ვერც სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ვერც ტერორისტული აქტის მომზადებით, მითუმეტეს ფაქტობრივი თუ მოსალოდნელი სანქციებით ვერავის შეაშინებენ, ჩვენი გუნდი, თუნდაც სიცოცხლის ფასად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს, ჩვენს მამულს, ენას და სარწმუნოებას!"- წერს ბოჟაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე: „თიბისისა“ და „საქართველოს ბანკის“ აქციების ნაწილი გაიყიდა, ეს საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ქსელის მიერ დაგეგმილი სვლაა. ბანკების აქციების მყიდველი „ბლექ როქია“, რომელიც გლობალური ძალების მთავარი ფინანსური მხარდამჭერია
ზურაბ ქადაგიძე: არც „თიბისი" და არც „საქართველოს ბანკი", მხოლოდ „ბლექ-როკის" ნების აღმსრულებლები იქნებიან. როდესაც მართლმსაჯულების ოკუპაციით, მცდელობით, დასანქცირებით, ხელისუფლებას ვერ ცვლი, რჩება ბოლო გზა - ეკონომიკური ექსპანსია!
გია აბაშიძე: 2011 წლის 26 მაისის და სხვა სისხლიანი ნაცდარბევები ვერასდროს განმეორდება, ქართველთა დატერორებაში პასუხისმგებელთა მხრიდან პროპაგანდა, რომ „დემოკრატიას იცავდნენ" და ახლა „ავტოკრატიაა", ნაცფაშიზმის ჰიბრიდული გაგრძელებაა
დავით ქართველიშვილი: დღევანდელმა საკომისიო მოსმენებმა დაგვარწმუნეს, რომ სააკაშვილს და მის სექტას სჭირდა და სჭირს კლასიკური სადიზმი, პიროვნების სადისტური აშლილობა და მაზოხიზმი
გიორგი გახარია - ჩვენ ვამბობთ, რომ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, რაც ნიშნავს, რომ ვემზადებით შესაძლო საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნებისთვისაც, ბოიკოტი ბოიკოტისთვის არის ჩიხი
არქივი