ზურაბ ქადაგიძე: სენატორი ბობ მენენდესი, რომელიც „ქართული დემოკრატიის უკუსვლით“ იყო იმედგაცრუებული, ამერიკაში უცხოელ აგენტად გამოცხადდა, ასე ნაწილ-ნაწილ ინგრევა მითი დემოკრატიისა და ცივილიზაციის უმაღლეს პიედესტალზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
156 20 ივლისი 2024, 16:02

ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი, ბობ მენენდესი, რომელიც „ქართული დემოკრატიის უკუსვლით“ იყო იმედგაცრუებული, ამერიკაში უცხოელ აგენტად გამოცხადდა. სასამართლომ სენატორი ქრთამის აღების ფაქტზე 16 ეპიზოდში დამნაშავედ ცნო, - წერს ხალხის ძალის წევრი ზურაბ ქადაგიძე.

მისი თქმით, ამიტომაცაა, რომ ქართული პრივილეგირებული “NGO-სექტორი”, რომელიც სრულად ექვემდებარება გლობალურ კონიუნქტურას, ჩვეულებრივი გავლენის აგენტები არიან, ნეო-ლიბერალურ წესრიგში და ასე, თავგამოდებით იცავენ პატრონები.


ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი, ბობ მენენდესი, რომელიც ქართული დემოკრატიის უკუსვლით იყო იმედგაცრუებული, ამერიკაში უცხოელ აგენტად გამოცხადდა. სასამართლომ სენატორი ქრთამის აღების ფაქტზე 16 ეპიზოდში დამნაშავედ ცნო.

ასე ნაწილ-ნაწილ ინგრევა მითი - დემოკრატიისა და ცივილიზაციის უმაღლეს პიედესტალზე.

სენატორი ბრალის წარდგენამდე, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი იყო.

წარმოვიდგინოთ მასშტაბი - ამერიკის საგარეო ურთიერთობების უმაღლესი საკანონმდებლო ინსტანცია, ეგვიპტის მთავრობას ემსახურებოდა, მენენდესის ხელმძღვანელობისას…

ამიტომაცაა, რომ ქართული პრივილეგირებული NGO-სექტორი, რომელიც სრულად ექვემდებარება გლობალურ კონიუნქტურას, ჩვეულებრივი გავლენის აგენტები არიან, ნეო-ლიბერალურ წესრიგში და ასე, თავგამოდებით იცავენ პატრონები.

ლომჯარიას რა უნდა მოსთხოვო, რომ უცხო ფულს ნუ იყენებ, შენი ქვეყნის საზიანოდო, როცა აშშ-ს სენატის მაღალჩინოსანი, სხვა ქვეყანას ემსახურებოდა?!

არ ვიცი ტრამპი რას უშველის ამერიკას, თუმცა ქართული პოლიტიკა, რომ აუცილებლად გასაწმენდია პარაზიტების, პოლიტიკანებისა და აგენტებისგან, ეგ ეგზისტენციალური საკითხი ნამდვილად ჩვენი მოსაგვარებელია!”- წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკა მელია - ძალიან ბევრი მტკიცებულებით გამყარებული პრეტენზია მაქვს სააკაშვილთან, მანაც იცის ეს და თავის დროზე საჯაროდაც ბევრი ითქმება, რა და როგორ მოხდა 2021-2022 წლებში, ოღონდ ეს მოხდება მხოლოდ მისი პოლიტიკური პატიმრობის დასრულების შემდეგ
სამწუხაროა, ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღის ღონისძიება, ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს, ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავი
ზურაბ ქადაგიძე: მთელი ოპოზიცია შეიკრიბა და ევროპის მოედანიც კი ვერ შეავსეს
მარკო რუბიო - ვულოცავ პირველ ამერიკელ პაპს, ლეო XIV-ს, ღმერთმა მისცეს მას სიბრძნე, გამბედაობა და მადლი თავისი წმინდა მსახურების აღსრულებაში
ზაალ მიქელაძე რადიკალებს: გადაავლეთ თვალი მსოფლიო პრესას და აღმოაჩენთ, რომ ,,ევროპის დღე" არცერთ ქვეყანაში არ აღნიშნულა
არქივი