მისი თქმით, მხოლოდ და მხოლოდ მოწონებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ ხელისუფლება განსაკუთრებულად დაუდგება გვერდით ტურისტულ ინდუსტრიას, რათა სექტორი ძალიან მალე ამოიქოქოს და ქართულ ეკონომიკაში ისეთივე საკმაოდ სოლიდური შემოსავლის და ბევრი სამუშაო ადგილის შემტანი იყოს, როგორც აქამდე იყო.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ტურისტული ინდუსტრია არ არის ერთადერთი სექტორი, რომელსაც ხელისუფლება სპეციფიკურ გეგმას შესთავაზებს.
„ამ დღეებში იქნება იგივე სოფლის მეურნეობის სექტორის სპეციფიკური დახმარების გეგმის პრეზენტაცია და ალბათ, არავის გაუჩნდება კითხვა, თუ რატომ ვეხმარებით განსხვავებულად სოფლის მეურნეობას, როგორც ერთ-ერთ დიდ დამსაქმებელ ინდუსტრიას. აქაც ახალი შესაძლებლობები გვიჩნდება. იმიტომ, რომ მეტი აქცენტი გაკეთდება საკუთარ წარმოებაზე. მათ შორის, საკუთარი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაზეც“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ვითარებამ დაგვანახა, რომ დგება მომენტი, როდესაც ქვეყანა საკუთარ ძალებზე უნდა იყოს დაყრდნობილი და საქართველოს ამის პოტენციალი აქვს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |