სეოკ-ის ხელმძღვანელები ძიუდოს და ძალოსნობის ოლიმპიური ნაკრები გუნდების ვარჯიშებს დაესწრნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
95 13 ივლისი 2024, 00:05
დღეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, პირველ ვიცე-პრეზიდენტთან, ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელთან ელგუჯა ბერიშვილთან ერთად  იმყოფებოდა ბორჯომსა და ბაკურიანში, სადაც ოლიმპიური თამაშებისთვის საწვრთნელ შეკრებას გადიან საქართველოს ძიუდოს და ძალოსნობის ოლიმპიური ნაკრები გუნდები. 

სეოკ-ის ხელმძღავნელები დაესწრნენ  საწვრთნელ შეკრებას და წარმატებები უსურვეს ჩვენს ოლიმპიელებს.

ქართველი ძიუდოსიტები ოლიმპიურ თამაშებზე 10 წონით კატეგორიაში გამოვლენ. 7 წონით კატეგორიაში კაცები, 3 წონით კატეგორიაში ქალები.  ასევე, აღსანიშნავია, რომ  ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში  პირველად იასპარეზებს ძიუდოს ქალთა და კაცთა შერეული ნაკრები გუნდი.  

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტები ასპარეზობას დაიწყებენ 27 ივლისიდან.

რაც შეეხება ძალოსანთა ოლიმპიურ ნაკრებ გუნდს საწვრთნელ შეკრებას  ბაკურიანში გადის, ჩვენი ძალოსნები პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე  ასპარეზობაში 7 აგვისტოდან ჩაემბებიან და სამ წონით კატეგორიაში გამოვლენ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი