ჩვენ უნდა გავაგრძელოთ წინსვლა და გაძლიერება, იმიტომ, რომ ჩვენი პატარები გვიყურებენ და იმ თვალებით, რითაც გვიყურებენ, აუცილებლად წინ წავალთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
87 01 ივლისი 2024, 01:56

იცით რამხელა ტურნირზეც ვთამაშობთ, აქამდე მოვედით იმ შრომით, იმ თავდადებით, იმ ტალანტით, რაც ჩვენ გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა ესპანეთთან თამაშის შემდეგ განაცხადა.

„პირველ ტაიმში შევეცადეთ, რომ ჩვენი თამაში გვეთამაშა, რაც არის დაცვითი ფეხბურთი და შემდეგ ტალანტის საშუალებით წინ გადასვლა, რაც მოვახერხეთ, მაგრამ ძალიან ცუდი რამ მოხდა, როდესაც კიტეც დაიმტვრა და ყველაფერი თითქოს შეიცვალა. ალთუნაც კარგად გამოვიდა, მაგრამ დაგვაკლდა. მექვაბიშვილიც დისკვალიფიცირებული იყო. შევეცადეთ, რომ მეორე ტაიმშიც გაგვეგრძელებინა იგივე, მაგრამ ძალიან დიდი ფეხბურთელები ჰყავთ, ძალიან მაღალი დონის გუნდია.

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ წინსვლა და გაძლიერება, იმიტომ, რომ ჩვენი პატარები გვიყურებენ და იმ თვალებით, რითაც გვიყურებენ, აუცილებლად წინ წავალთ.

როდესაც ნაკრებში მოვდივარ, სანამ წამოვალ, ყოველთვის დიდი სიხარული მაქვს, იმიტომ, რომ თითქოს ჩემი ოჯახია. ჩემი ოჯახია, სადაც მოვდივარ. შემიძლია ვიხუმრო, შემიძლია ვითამაშო, ყველაფერი გავაკეთო და ამიტომ, ძალიან დიდი მოლოდინით დაველოდები შემდეგ შეკრებას, რათა უფრო მეტად გაძლიერებული დავბრუნდეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად და უფრო მეტი წარმატება მოვუტანოთ საქართველოს“, - აღნიშნა მან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი