ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ქართველი ფეხბურთელები სხვადასხვა ასპექტში გამოირჩევიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
108 29 ივნისი 2024, 17:17

საქართველოს ეროვნულ ნაკრები ჯგუფური ეტაპის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს, სადაც ქართველი ფეხბურთელები სხვადასხვა ასპექტში გამოირჩევიან.

სამი ტურის შემდეგ, ყველაზე მეტი, 12-ი მოგებული ორთაბრძოლით გიორგი ჩაკვეტაძე ლიდერობს და უსწრებს ისეთ ფეხბურთელს, როგორიც მადრიდის რეალის ნახევარ მცველი ჯუდ ბელინგემია.

წარმატებულ დრიბლინგებში მოწინავე პოზიციაზეა ხვიჩა კვარაცხელია. იგი მხოლოდ 1 დრიბლინგით ჩამორჩება ფრანგ უსმან დემბელესა და ბელგიელ ჯერემი დოკუს.

ხიფათის გამანეიტრალებელთა ხუთეულში ორი ქართველი მოხვდა. მეორე მესამე პოზიციებს 29 შედეგიანი შეტევის ჩაშლით გურამ კაშია, ხოლო 20-ით ლაშა დვალი იკავებენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი