მას ნებისმიერი გუნდისა და მეტოქის წინააღმდეგ თამაში შეუძლია - სპალეტი კვარაცხელიაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
101 29 ივნისი 2024, 17:05
იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს ლუჩანო სპალეტის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დაუსვეს კითხვა.

ჟურნალისტმა ლუჩანოს ჰკითხა, მიულოცა თუ არა ხვიჩას მერვედფინალში გასვლა, რაზეც სპალეტიმ უპასუხა, რომ ყოფილ ფეხბურთელებთან „ჩემს ბევრ ფეხბურთელთან მაქვს კონტაქტი, კვარა ერთ-ერთი მათგანია. ერთმანეთს მერვედფინალში გასვლა მივულოცეთ და კომპლიმენტები გავცვალეთ. ის არის ფეხბურთელი, რომელსაც ძალიან ცოტა ადამიანი იცნობდა, მაგრამ ახლა მისით ყველა აღფრთოვანებულია. ის უმაღლეს დონეზეა, მას ნებისმიერი გუნდისა და მეტოქის წინააღმდეგ თამაში შეუძლია“, - აღნიშნა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები დაამარცხა და სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც არანაკლები გამოცდა ელოდება - ჩვენი მეტოქე 30 ივნისს ესპანეთის ნაკრები იქნება. თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მუდმივი კონტაქტი აქვს და მუდმივად საუბრობს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი