წინ საქართველოს ნაკრებთან თამაშია, რომელიც ესპანელებს ცხოვრებას აუცილებლად გაურთულებს - ესპანეთის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
132 29 ივნისი 2024, 14:41

ესპანეთის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირმა დავიდ ვილიამ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფში ეროვნული ნაკრების პოტენციალზე ისაუბრა.

მისი თქმით, გამარჯვების მიღწევა რთული იქნება. 

„ვფიქრობ, ესპანეთს შეუძლია ძალიან შორს წავიდეს. ბიჭები თავიანთი შესრულებით გვაძლევენ სიამაყის მიზეზს. მიხარია, რომ ახლა გუნდს აქვს ევროპის ჩემპიონობის რეალური შანსი. მჯერა ესპანეთის წარმატების, მაგრამ გამარჯვებული ერთია, ამის მიღწევა რთული იქნება.

ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა იგივე სულისკვეთებით გაგრძელება. წინ საქართველოს ნაკრებთან თამაშია, რომელიც ესპანელებს ცხოვრებას აუცილებლად გაურთულებს. მატჩიდან მატჩამდე უნდა ვიაროთ მიზნისკენ“, - ციტირებს ვილიას სიტყვებს Mundo Deportivo.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი