კონსპირაციული თეორიები 9/11 ტერაქტებზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1144 11 სექტემბერი 2019, 15:39

ზუსტად 18 წლის უკან, 2001 წლის 9 სექტემბერს (9/11/01) ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე მძლავრი და საშინელი ტერაქტი მოხდა. ამ დღეს ალ-ქაიდას დაჯგუფების ტერორისტებმა ოთხი სამოქალაქო სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცეს. პირველი დაეჯახა ნიუ-იორკის მსოფლიო სავაჭრო ცენტრის (WTC) ჩრდილოეთ კოშკს, მეორე - სამხრეთის კოშკს. შედეგად, ორივე ცათამბჯენის ჩამოინგრა.  მესამე თვითმფრინავმა პენტაგონი შეარხია, მეოთხე, რომლის მგზავრები ცდილობდნენ ტერორისტებისთვის წინააღმდეგობის გაწევას, პენსილვანიის შტატში პიცბურგთან ახლოს დაეცა. 

შეტევების შედეგად დაიღუპა 2 977 ადამიანი, დაშავდა რამდენიმე ათასი.

ამ ტრაგედიამ მსოფლიო შოკში ჩააგდო. გამოძიება დაიწყო, თუმცა, დღემდე არსებობენ კონსპიროლოგები, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ თეთრი სახლი მალავს ამ ტერაქტის მნიშვნელოვან დეტალებს და თავიდან იცილებს საკუთარ პასუხისმგებლობას, მალავს არამხოლოდ, ინფორმაციას, არამედ, მსხვერპლთა რაოდენობას, არ ასაჯაროებს თვითმფრინავების ნამსხვრევებს, არც მგზავრების სიებს აქვეყნებს და არც მგზავრების ბარგის ფოტოები გაასაჯაროვა. არ არსებობს ჩანაწერები თვითმფრინავის პენტაგონის შენობაზე შეჯახების, ისევე როგორც გასაიდუმლოებულია ბორტზე გადაღებული თუ ჩაწერილი აუდიო თუ ვიდეო მასალა, მათ შორის შავი ყუთებიც კი. 

მაგალითად, ოფიციალური მონაცემებით, ტერაქტის შედეგად 2 977 ადამიანი დაიღუპა, კონსპიროლეგები ეყრდნობიან რა 2004 წელს გამოქვეყნებულ ოფიციალურ მონაცემებს, სადაც დაღუპულთა რაოდენობა 3 000 ადამიანია,  გათვლებით, კი ჯერ მარტო ჩრდილოეთის და სამხრეთის სავაჭრო ცენტრებში 16 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა. სად გაქრნენ დანარჩენები? - ამ კითხვაზე მათ პასუხი არა აქვთ. 

არსებობს სხვა კონსპირაციული თეორიებიც, რომელიც განსაკუთრებულ მღელვარებას იწვევს, განსაკუთრებით დაზარალებულთა შორის. პირველი სკანდალი 2016 წელს ატყდა. 

მაშინ გერმანულმა გამოცემამ Huffington Post იმ საიდუმლო დოკუმენტზე დაწერა, რომელიც 9/11 ტერაქტს ეხება. მასალებში თითქოს საუბარი იყო ამერიკაში მცხოვრებ იმ ადამიანებზე, რომლებიც ტერორისტებს თვითმფრინავების გატაცებასა და ტერაქტების მოწყობაში დაეხმარა.

საუბარია ასევე საუდის არაბეთზე, რომელიც, თითქოს, მთელი ამ სპეცოპერაციის უკან იდგა. გამოცემის მტკიცებით, თეთრი სახლი ამ საიდუმლო მასალებს სახელწოდებით „28 გვერდი“ მთელი ცამეტი წელია მალავს. არადა, დოკუმენტი სწორედაც რომ შეიცავს იმის მტკიცებულებას, რომ ტერორისტებს ფინანსურად სწორედ საუდის არაბეთი ეხმარებოდა.

საქმე ის გახლავთ, რომ საგამოძიებო მასალები 800 გვერდს მოიცავს და უმეტესი ნაწილი გასაჯაროებულია, გრიფით საიდუმლო მხოლოდ იმ 28 გვერდს ადევს, სადაც საუბარია ტერორისტულ ქსელსა და მათ მხარდამჭერ გავლენიან პირებზე. 

გერმანული გამოცემა ყოფილ სენატორს დემოკრატებიდან ბობ გრეხემს  დაეყრდნო. ის იმ ერთეულებს შორის მოხვდა, ვისაც დოკუმენტი გააცნეს. 13 წლის მანძილზე ისიც, ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენი, დუმდა. თუმცა, 2016 წელ პირველად დაიწყო საიდუმლო მასალებზე საუბარი.

სკანდალური ინტერვიუ გრეხემმა CBS გადაცემა „60 წუთს“ მისცა. წამყვანის კითხვაზე ფიქრობს თუ არა ის, რომ ყველა მხარდამჭერი საუდის არაბეთიდან იყო, გრეხემმა უპასუხა: „ძირითადად“. წამყვანმა დასაზუსტებლად იკითხა, რამდენად ჰყავდა მას მხედველობაში საუდის არაბეთის ხელისუფლება, გავლენიანი ადამიანები და მსხვილი კომპანიები, რაზეც ყოფილმა სენატორმა უპასუხა: „ყველა უკვე ჩამოთვლილია“.

ამერიკაში „28 გვერდის“ გამოქვეყნებას უკვე დიდი ხანია ითხოვენ. თუმცა, თეთრი სახლი მასალების გასაჯაროებისგან თავს იკავებს.

როგორც New York Times რამდენიმე წლის წინ წერდა, ვაშინგტონი, სავარაუდოდ, ერიდება საუდის არაბეთის საპასუხო რეაქციას, ასევე იმ შეზღუდვებს, რომელიც, შესაძლოა, საზღვარგარეთ მყოფ ამერიკის მოქალაქეებსა თუ ოფიციალურ პირებს შეეხოს. ამასთან, როგორც გამოცემა წერდა, არაბული ქვეყნები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ IS- სთან ბრძოლაში.

საინტერესოა, რომ ეს თემა დონალდ ტრამპმა თავის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის დროს (2016წელი) დემოკრატების წინააღმდეგ გამოიყენა.

სკანდალური პუბლიკაციების შემდეგ, თითქმის ერთ თვეში, ამერიკის პრეზიდენტი ბარაქ ობამას ვიზიტი იყო საუდის არაბეთში დაგეგმილი. ვაშინგტონმა ამ ვიზიტის დროს ნეგატიური რეაქციაც იგრძნო - ამერიკის პრეზიდენტს აეროპორტში მეფე არ დახვდა, მას ტრამპთან ხელი მხოლოდ რამდენიმე ჩინოვნიკმა ჩამოართვა. 

გრიფით საიდუმლო დოკუმენტები კაპიტოლიუმის სპეციალურ საცავებში ინახება, მასალებზე წვდომა მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ და მათაც საგულდაგულოდ ჩხრეკენ რომ შიგნით არ შეიტანონ ჩამწერი საშუალებები ან ფოტო აპარატები.

ოფიციალური ვერსია მთელ პასუხისმგებლობას უსამა ბინ ლადენს ჰკიდებს. სწორედ ის სახელდება 9/11 ტერაქტის ერთადერთ ორგანიზატორად, რომელიც 2011 წლის მაისში პაკისტანში სპეცოპერაციის დროს მოკლეს. ოფიციალური ვერსიით, ტყუპების აფეთქებაში მონაწილე ყველა ტერორისტი გატაცებულ თვითმფრინავებში იჯდა და მოკვდა, ამერიკაში კი მათ სხვა მხარდამჭერები ან თანამზრახველები არ ჰყავდათ.    








სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯო ბაიდენი - ვადასტურებთ ჩვენს მზაობას, განვაგრძოთ უკრაინის მხარდაჭერა სამართლიანობისკენ სწრაფვასა და ევროატლანტიკური მომავლისკენ მიმავალ გზაზე
გიორგი გამსახურდია რადიკალური ოპოზიციის დღევანდელ აქციაზე: ამ უსამშობლოებისთვის არაფერი წმინდა არ არსებობს - ამათთვის ხომ ჯერ „ვარდების რევოლუციაა“ და მერე გიორგობა
საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
ნიკა მელია - პატივი და პრივილეგიაა, ვიყოთ ბრძოლის ავანგარდში, ხვალ განუზომლად მეტნი უნდა ვიყოთ, პროტესტი გამარჯვებამდე - ეს არის ხედვაც, სტრატეგიაც, გეგმაც, რომელიც არ შენელდება
სოსო ტყემალაძე: იტალიას 70 ათასი მორაგბე ჰყავს, ჩვენ - 8 ათასი, უელსს - 150 ათასი, ასეთი გუნდების დამარცხება შევძელით - ეს დიდი შრომის და იმ ინფრასტრუქტურის შედეგია, რომელიც ფონდმა „ქართუმ“ გააკეთა
არქივი