139
27 ივნისი 2024, 07:49
26 არის გამარჯვების რიცხვი ჩვენი ქვეყნისთვის და მჯერა, კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება წინ, 26-ში, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ვულოცავ, საქართველოს ჩვენი ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას! 26 არის გამარჯვების რიცხვი ჩვენი ქვეყნისთვის და მჯერა, კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება წინ, 26-ში.
მადლობა, ჩვენს ბიჭებს, მწვრთნელებს, ექიმებს და ფეხბურთის ეროვნულ ფედერაციას. თქვენ ხართ გმირები და მადლობა ამ ღირსეული და სახალხო გამარჯვებისთვის!“, - წერს იგი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |