98
27 ივნისი 2024, 07:40
ჩვენ ყველაფერი ჩავდეთ ამ მოგებისთვის, - ამის შესახებ გიორგი წიტაიშვილმა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ხალხს ვინც მოვიდა. ვიცი რომ ყველასთვის რთული იყო ჩამოსვლა, მაგრამ მათ შეძლეს ჩამოსვლა და მადლობა ვინც ჩვენ გვერდში იყო, გვიყურებდა და სჯეროდა ამ ყველაფრის. მე მგონი მათი [პორტუგალიის ნაკრების] მთავარი ვარსკვლავი გაღიზიანებული იყო. ჩვენ ყველაფერი ჩავდეთ ამ მოგებისთვის. ყველა თამაში ჩვენთვის იყო როგორც ფინალი“, - აღნიშნა წიტაიშვილმა.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მათ პლეი ოფის საგზური მოიპოვეს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |