La Gazzetta dello Sport: კვარას გაელვება - „ნაპოლის“ ვარსკვლავი საქართველოს ოცნებას უნარჩუნებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
120 26 ივნისი 2024, 23:53

წამყვანი იტალიური სპორტული გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიას გოლს ეხმაურება.

„კვარას გაელვება: „ნაპოლის“ ვარსკვლავმა ორ წუთზე ნაკლებ დროში პორტუგალიას გაუტანა და საქართველოს ოცნებას უნარჩუნებს“, - წერს იტალიური გამოცემა.

ხვიჩა კვარაცხელიამ პორტუგალიას მეორე წუთზე გოლი გაუტანა. ამ დროისთვის ანგარიში საქართველოს სასარგებლოდ 1:0-ია.

ეროვნული გუნდი შემდეგი სათადარიგო შემადგენლობით თამაშობს: მამარდაშვილი, კაკაბაძე, გველესიანი, კაშია, დვალი, ლოჩოშვილი, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე.

შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყო.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი