გია აბაშიძე: ძებნილმა ავაზაკმა დავით კეზერაშვილმა პოლიტიკური „ბარახოლკა“ გახსნილად გამოაცხადა - „ნაცებთან“ აფილირებულმა „ცეხავიკებმა“ საარჩევნო სიაში ადგილების დაკავება დაიწყეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
209 24 ივნისი 2024, 14:41

ძებნილმა ავაზაკმა დავით კეზერაშვილმა პოლიტიკური „ბარახოლკა“ გახსნილად გამოაცხადა - „ნაცებთან“ აფილირებულმა „ცეხავიკებმა“ საარჩევნო სიაში ადგილების დაკავება დაიწყეს, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ქრონიკის“ ინფორმაციას, სადაც ნათქვამია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნოდ პარტიულ სიაში ადგილების გაყიდვა დაიწყო.

აბაშიძის თქმით, შორს არაა ის დრო, როცა ურეიტინგო, უპრინციპო, დავით კეზერაშვილისთვის უფულო მჩხავანები სიის მიღმა აღმოჩნდებიან და საჯარო ხავილს დაიწყებენ.

„ძებნილმა ავაზაკმა დავით კეზერაშვილმა პოლიტიკური „ბარახოლკა“ გახსნილად გამოაცხადა - „ნაცებთან“ აფილირებულმა „ცეხავიკებმა“ საარჩევნო სიაში ადგილების დაკავება დაიწყეს.
მტაცებელი კეზერაშვილის „კომივოიაჟორია“ არითმეტიკაშიც ჩამორჩენილი ლევან ხაბეიშვილი, რომელიც, დიდი ალბათობით, ფურცელზე დაწერილი თანხებითა და ტექსტებით მართავს ქორვაჭრობას ნაცსექტის მილიონერ პერსონაჟებთან.

შორს არაა ის დრო, როცა ურეიტინგო, უპრინციპო, კეზერაშვილისთვის უფულო მჩხავანები სიის მიღმა აღმოჩნდებიან და საჯარო ხავილს დაიწყებენ. „ქრონიკის“ ინფორმაციით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნოდ პარტიულ სიაში ადგილების გაყიდვა დაიწყო“, - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაფარიძის გირაოზე რამდენიმე ელჩისგან მოსმენილი განცხადებები გვახსენებს იმ ცილისმწამებლურ კამპანიებს, რომლითაც წლებია, ქართულ საზოგადოებას მშვიდ განვითარებას არ აცდიან
ოპოზიციონერი აქტივისტი დათო აბზიანიძე: თამარ ჩერგოლეიშვილს და თავის ქმარს რატომ არავინ იბარებს ისე კომისიაზე დასაკითხად? გიგა ბოკერიაზე უფრო „ნაცრეჟიმის“ შემოქმედი ვინმე გახსენდებათ?
მაია ორჯონიკიძე: გიგა ბოკერია დღემდე არის ივანიშვილის მთავარი და შეუცვლელი დასაყრდენი ოპოზიციაში და ამას ვერ შენიღბავს მისი ცრუ ვერბალური თავდასხმები ბიძინასა და მის რეჟიმზე
ლევან ნიკოლეიშვილი: შეერთებული შტატების პოლიტიკა დამყარებულია იმაზე, თუ მსოფლიოში როგორ მიაღწევს იმ მიზნებს, რა მიზნებიც მას გააჩნია. ევროკავშირი არის ის ორგანიზაცია, რომელიც, ღიად შეიძლება ითქვას, ტრამპს მაინცდამაინც არ სიამოვნებს
ზურაბ ქადაგიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: მათ მიერ მართული პროცესი მივიდა იმ კულმინაციამდე, რომ ეგზისტენციალური საკითხი დგას უკვე, ან აგრძელებენ მოქმედებას, ან საერთოდ ასრულებენ ყველაფერს
არქივი